x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ხედავთ როგორ შევქმენი ჩემი თავი? ყოჩაღ, ნანუკა" - ტელეწამყვანი საკუთარი შედეგებით კმაყოფილია
image


44 წლის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც საკუთარი თავით ამაყობს.


ტელეწამყვანი ძველ გარეგნობას, ახლანდელ ვიზუალს ადარებს და ამბობს, რომ ამ ტრანსფორმაციით, ძალიან კმაყოფილია.


ნანუკამ წონაში დაიკლო და საოცარ ფორმაშია.



„10 წლის წინ, როგორი პატარა ვიყავი, არა, აქაც ძალიან საყვარელი ვიყავი ჩემო ნინი აღიარეთ, მაგრამ ხედავთ ჩემი თავი როგორ შევქმენი, თქვით რაა? ანუ ბედნიერი ვარ ძალიან და კმაყოფილი საკუთარი თავით, ყოჩაღ ნანუკა!“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოში.


ნანუკა ჟორჟოლიანმა ნანუკა ჟურნალ „თბილისელებთან " ისაუბრა თუ როგორ მიაღწია ამ შედეგებს, რომელიც საკმაოდ რთული გამოდგა:


"რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის…



ადამიანებს ერთმანეთში გვეშლება წონის კლება და კარგად ყოფნა. შეიძლება, წონაში დაიკლო, მაგრამ იყო ძალიან ცუდად. მე ამის მაგალითი ვარ. ძალიან ხშირად ჩემი სტრესების მიზეზი ყოფილა შიმშილი, არასწორი კვება, მოუწესრიგებელი ძილი და ასე შემდეგ.


image

ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავედი, მაგრამ მიზეზი ჩემი მენტალური პრობლემები იყო. ორგანიზმს შიმშილით აღარ ვსტრესავდი – ვჭამდი, როცა მშიოდა, მოვიწესრიგე ძილის რეჟიმი, საოცნებო შედეგამდე მივედი ამ ოპერაციების წყალობით, ეს არის მუცლის აბდომინოპლასტიკა და ტანის ლიპოსკულპტურა. როდესაც ნატანჯი სხეული გაქვს, რომელსაც დროთა განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, ეს საუკეთესო გამოსავალია… მაგრამ მხოლოდ ოპერაციები არაფერს წყვეტს – ჩემში აღმოვაჩინე მზადყოფნა იმისთვის, რომ ოპერაციის შემდეგ დამეწყო ჩემი სხეულის სწორი მოვლა დღის წესრიგის შეცვლით…“



სხვათა შორის მაია ასათიანმა, სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის მიბაძვით გაიკეთა აბდომინოპლასტიკა :



"სწორედ ნანუკას შედეგი რომ ვნახე, შემდეგ გადავწყვიტე აბდომინოპლასტიკა - ანუ მუცელი მოვიჭერი" - ასე უპასუხა მაია ასათიანმა გამომწერის კითხვას, "არიან თუ არა ის და ნანუკა ჟორჟოლიანი მეგობრები. "




ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბადა 1979 წლის 26 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში.

imageფოტოზე: ნანუკა ჟორჟოლიანი დაახლოებით 10 წლის წინ



2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში იმედზე, ხოლო 2013-2019 წლებში რუსთავი 2-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“ სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.

imageფოტოზე: ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა


2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად.მან ხმების 31, 52 % (25 806) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.

განქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი: მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა

0
890
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
890
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0