x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
დემენციის გამო ბრიუს უილისი ყოფილ ცოლს, დემი მურს ვეღარ ცნობს
ბრიუს უილისი ვეღარ ცნობს ყოფილ მეუღლეს დემი მურს, რომელთანაც 13 წელი იცხოვრა. მსახიობი გასულ წელს პენსიაზე გავიდა მას შემდეგ, რაც აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ ცნობილი მსახიობის ჯანმრთელობა უარესობისკენ წავიდა. image

„დემი აგრძელებდა კონტაქტს როგორც შვილებთან, ასევე ბრიუსის მეუღლესთან. მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მისი მდგომარეობა ასე გაუარესდა“, - განაცხადა ინსაიდერმა.

დემი მური ყოფილ ქმარს მაშინ ესტუმრა, როცა მსახიობი იტალიაში ისვენებდა. წყაროების თანახმად, უილისმა ვერ გაიხსენა, რომ მასზე 13 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული და 3 საერთო შვილიც ჰყავდათ- - რუმერ უილისი, ტალულა ბელ უილისი და სკაუტ ლარუ უილისი.image
სექტემბრის ბოლოს, Die Hard ვარსკვლავის ამჟამინდელმა მეუღლემ, ემა ჰემინგმა ისაუბრა ქმრის დემენციის პროგრესირებაზე. მან გამოავლინა, რომ 68 წლის მსახიობი 2023 წლის თებერვლიდან განიცდის ფრონტტემპორალურ დემენციას, რაც იწვევს კოგნიტური შესაძლებლობების თანდათანობით დაკარგვას. მსახიობის მეუღლემ მსახიობის მდგომარეობას მძიმე უწოდა.
მოგვიანებით, ბრიუს უილისის რეჟისორმა და მეგობარმა გლენ გორდონ კარონმა აღიარა, რომ მსახიობს სამი წუთი სჭირდება იმის გასაგებად, თუ ვინ არის მის წინ. მისი თქმით, მან შეწყვიტა კითხვა და ბევრი კომუნიკაციის უნარი მას აღარ აქვს. "მას აღარ აქვს მთელი ეს ენობრივი ცოდნა, მაგრამ ის მაინც ბრიუსია", - თქვა მან.
0
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0