რჩევები როგორ გავხდეთ მოდური: თანამედროვე გარდერობის 3 ძირითადი პრინციპი 2023, 6 ნოემბერი, 16:10 უნაკლო გარეგნობა საკუთარ თავში ბევრ დეტალს მოიცავს, ლამაზად დაუთოებული ტანსაცმლიდან დაწყებული თმის ვარცხნილობითა და აქსესუარებით დასრულებული, მაგრამ მთელი თქვენი ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, თუ თქვენ საკუთარი, ინდივიდუალური სტილი არ გექნებათ. მისი განვითარებისთვის კი, თქვენ სულ არ გჭირდებათ ბევრი ძვირადღირებული ნივთის შეძენა. საკუთარი სტილის ფორმირებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე დაუთმეთ თქვენი გარდერობის დალაგებას და ეს 3 ოქროს წესი დაიცავით.წესი 1 - მინიმალიზმი თქვენს ჩაცმულობაშიიმისთვის რომ სტილის ხატად იქცეთ, უბრალოდ დაიცავით მარტივი წესი - მინიმალიზმი ყველაფერში. არ არის საჭირო თქვენი "ლუქის" გადატვირთვა ფერებით, ძვირადღირებული აქსესუარებით ან მძიმე მაკიაჟით. ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი, ზოგიერთი რამ კი უმჯობესია თუკი საერთოდ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სხვათა შორის, უფრო უპრიანია ერთი ტონალობის ნივთების ერთმანეთთან შეხამება. ეს გაცილებით მომგებიანი ვარიანტია ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდეთ იმისდა მიუხედავად რა ღირებულების ნივთებს ატარებთ.წესი 2 - სტილი დეტალებშიადიახ, დეტალები - ყველაფერია. აქსესუარები, დახვეწილი მაკიაჟი, მანიკური და ვარცხნილობა. თქვენი "ლუქი" არასოდეს იქნება მიმზიდველი თუ მას საკმარის ყურადღებას არ მიაქცევთ. გახსოვდეთ, მოვლილი გარეგნობა - თქვენი მიმზიდველობისა და სექსუალობის ნახევარია.წესი 3 - ლაკონურობაახალი "ლუქის" შექმნისას გახსოვდეთ ერთი მარტივი აქსიომა: ნებისმიერ აქსესუარს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ამიტომ თქვენი "ლუქისთვის" მორიგი აქსესუარის დამატებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რისთვის არის ეს საჭირო?" მაგალითად, ქამარს შეუძლია აქცენტი თქვენს წელზე გააკეთოს, დიდი საყურეები კი თქვენ ზედმეტად მკაცრ ლუქს უფრო მსუბუქს გახდის. თუ თქვენ ვერ იპოვნეთ თქვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხი, მაშინ კვლავ პირველ წესს დაუბრუნდით - "მინიმალიზმი ყველაფერში". ასეთი მინიმალისტური მიდგომა საშუალებას მოგცემთ გახადოთ თქვენი "ლუქი" უფრო დახვეწილი და ელეგანტური.167 შეფასება არ არის |