კინო "დამშვიდდით ბატონებო, ხელოვნება უმაღლესია!” - რა შეემთხვა დოდო ჭიჭინაძეს მოსკოვის აეროპორტში 2023, 3 ნოემბერი, 16:17 3 ნოემბერი ქართული კინოს და თეატრის მსახიობის დოდო ჭიჭინაძის გარდაცვალების დღეა, ულამაზესმა მსახიობმა მრავალი სახასიათო როლები შექმნა თეატრში თუ კინოში, "დავით გურამიშვილი" (ქეთევანი, 1946), "ჭრიჭინა" (თინა, 1954), "ბაში-აჩუკი" (ნინო, 1956), "ნინო" (ეთერი, 1959), "შეწყვეტილი სიმღერა"(დოდო, 1960), აი არასრული ჩამონათვალი ფილმებისა;
დღეს გავიხსენებთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც დოდო ჭიჭინაძეს მოსკოვის აეროპორტში გადახდა: "მსახიობს მოსკოვში იუბილე მოუწყვეს. მეორე დღეს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი უნდა ეთამაშა, მაგრამ მოსკოვში სთხოვეს, ერთი დღე კიდევ დარჩენილიყო. მას არ უნდოდა დარჩენა, რადგან იცოდა, რომ სპექტაკლში დუბლიორი არ ჰყავდა და მის გარეშე ვერ ჩატარდებოდა. უცებ სახეზე კარგად დააკვირდა და წამოიძახა, “ღმერთო ჩემო, ჩუკი-მუკი?” დოდო ჭიჭინაძე მიხვდა, რომ “ჩუკი-მუკი”-ში მოლარემ “ბაში-აჩუკი” იგულისხმა და ის იცნო. მან მსახიობს სთხოვა, მისთვის გვარი ეთქვა და დალოდებოდა. ცოტა ხანში აეროპორტის დარბაზში გაისმა სიტყვები: “თბილისის რეისზე ბრონირებული ბილეთის მისაღებად გამოცხადდეს დოდო ჭიჭინაძე.” დარბაზში ერთი ამბავი ატყდა, რადგან იქ საქართველოს ცეკას მდივნები ისხდნენ, თურმე მათაც არ შეხვდათ ბილეთი. აღელვებულებს დოდო ჭიჭინაძე მშვიდად მიუხლოვდა და უთხრა: “დამშვიდდით ბატონებო, ხელოვნება უმაღლესია!” 311 2-ს მოსწონს
|