სხვა რუსი პორნომსახიობი ამერიკელებმა "ნიჭიერთა" კატეგორიაში მოახვედრეს და "მწვანე ბარათი" მისცეს 2023, 1 ნოემბერი, 10:44 ![]() ზრდასრულთა კინოს მსახიობმა გადაწყვიტა ამერიკელი გახდეს და, როგორც ჩანს, წარმატებას მიაღწია. ინტერვიუში მან დაიკვეხნა, რომ სანუკვარი აშშ მოქალაქეობა სულ ახლოსა. ამერიკის " მწვანე ბარათის" ( Green Card)მიღების სხვადასხვა გზა არსებობს. პორნომსახიობმა ევა ელფმა (Eva Elfie) ისარგებლა ნიჭიერი ადამიანების საემიგრაციო პროგრამით. გოგონა, რომელიც ფულს შოულობს პორნოფილმებში მონაწილეობით, მოულოდნელად მიიღო "ნიჭიერის ვიზა", ე.ი. თანხმობა გასცეს Green Card-ზე . ამის შესახებ ელფმა ირინა შიხმანის ინტერნეტ შოუში "უნდა ვისაუბროთ?"განაცხადა . ახლა ელფი საბუთების შეგროვებითაა დაკავებული. ამბობს, რომ უხარია, მისი პროფესია აშშ-ში ისევე ნორმალურად რომ ითვლება, როგორც ყველა სხვა და ეს ჯილდოც მსახიობის ნიჭის დასტურია. ![]() იულია რომანოვა (ელფის ნამდვილი სახელი ) ქალაქ ომსკიდან არის . გოგონა გაიზარდა არასრულ ოჯახში, რის გამოც ფულის გამომუშავება ადრევე დაიწყო. ჯერ მიმტანად მუშაობდა, მოსკოვში გადასვლის შემდეგ ჟურნალისტის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მიწვევა მიიღო ჩეხური სტუდიიდან, დაინტერესდა მაღალი ჰონორარით. ჩეხეთიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ რომანოვამ 18+ ვიდეოს გადაღება დაიწყო და დროთა განმავლობაში საკმაოდ ცნობილი გახდა. ჟურნალისტურ კარიერაზე აღარც უფიქრია . ![]() ცნობისათვის, მსახიობებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს და ბიზნესმენებს შეუძლიათ მიმართონ შეერთებულ შტატებს „ნიჭიერის ვიზის “ მისაღებად, მაგრამ მათ პროფესიონალური კუთხით უნდა დაამტკიცონ თავიანთი უნარები. პრედენდენტმა უნდა აჩვენოს, რომ მათი დამსახურება აღიარებულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ![]() 460 2-ს მოსწონს
|