x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134586
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
უგემრიელესი პუდინგის მარტივი რეცეპტი
პუდინგი (ინგლ pudding) — ინგლისური დესერტი. ამზადებენ ბურღულის, ფქვილის, ხაჭოს ან სხვა მასალისაგან – შაქრის, კვერცხის, რძის და მისთანების დამატებით. პუდინგს უმატებენ ხილსა და სხვადასხვა არომატებს. ინგლისში პუდინგი ითვლებოდა შობის ტრადიციულ კერძად. ამერიკის შეერთებულ შტატებში პუდინგი აღნიშნავს ტკბილ რძიან დესერტს, რომელიც წააგავს კვერცხის კონსისტენციას, რომელსაც საფუძვლად უდევს ნადუღის კრემი, თუმცა ასევე უკავშირდება სხვა სახეობებს, როგორებიცაა პურის ან ბრინჯის პუდინგი. აშშ-ში იგი მზადდება ან რძისაგან ან ხილის წვენისაგან. ტერმინი „პუდინგი“ რამდენიმე მნიშვნელობით იხმარება.

სიტყვა პუდინგი მიიჩნევა, რომ წარმოსდგება ფრანგული „ბუდინისაგან“ (ლათ. botellus) რაც ნიშნავს „პატარა ძეხვს“.



image



ალბათ ბევრ თქვენგანს უყვარს ეს გემრიელი ნუგბარი, მაგრამ სახლის პირობებში მისი მომზადება აქამდე არ უცდია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი ამ უგემრიელესი პუდინგისა, რომლის საშუალებით ახალბედა დიასახლისებიც კი სწრაფად და მარტივად მოამზადებთ მათ და ოჯახის წევრების ქებასაც დაიმსახურებთ.



უგემრიელესი პუდინგის მარტივი რეცეპტი




მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:


2 ჭიქა რძე;

70 გრ შაქარი;

1 სუფრის კოვზი ფქვილი;

2 ჩ.კ სახამებელი; (კრახმალი)

კვერცხის 2 ცალი გული;

ვანილი.



მომზადების ტექნოლოგია:


რძე გაათბეთ, (ადუღება არ ჭირდება) კვერცხის გულები მსუბუქად ათქვიფეთ და დაასხით შემთბარი რძის მეოთხედი და კარგად შეურიეთ. წინასწარ აურიეთ ერთმანეთს დანარჩენი მშრალი ინგრედიენტები და დაასხით კვერცხიანი რძის ნაზავი. ისევ კარგდ შეურიეთ ერთმანეთს ყველაფერი, მოათავსეთ ქვაბში რძის დარჩენილ, გამოუყენებელ ნაწილთან ერთად. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურულ მდგომარეობაში გააციეთ.



image



შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ფორმებში ან ფიალებში გადმოიტანოთ, მორთათ ხილით ან მინანქრით და მიირთვათ, ან მაცივარში გააციოთ, ასევე თქვენი გემოვნების მიხედვით.




1
52
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
52
  
2023, 17 ნოემბერი, 2:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1