საზოგადოება მასწავლებლის ეროვნული პრემიითა და 10 000 ლარით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა 2023, 27 ოქტომბერი, 21:58 . მასწავლებლის ეროვნული პრემიითა და 10 000 ლარით დღეს, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 11 გამორჩეული მასწავლებელი დააჯილდოვა. . ესინი არიან: მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთ უბნის საჯარო სკოლა. მათემატიკის მასწავლებელი; ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი. პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. . 41 შეფასება არ არის
|