x
image
ნინო ხიმშიაშვილი
"რამდენსაც დაამატებთ, იმდენჯერ დავჭრი" - ლუდა სალია, ქალი, რომელმაც რუსეთის საოკუპაციო მავთულხლართები დაჭრა

imageლუდა სალია მარცნივ მავთულხლართებთან და მარჯვნივ კადრი ვიდეოდან სადაც მავთულხლართებს ჭრის



"რამდენსაც დაამატებთ ამას, იმდენჯერ დავჭრ. აი, ასე... " - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია და რუსული საოკუპაციო მავთულხლართის მოჭრილ ნაწილს ვიდეოში გვაჩვენებს.


მან ვიდეო, სადაც პროტესტის ნიშნად მავთულხლართს ჭრის, დღეს გამოაქვეყნა თავის ფეისბუქ-გვერდზე.


ლუდა სალიაფოტო: ლუდა სალიას ფეისბუქ-გვერდიდან



"ყოველთვის დავჭრი, რამდენსაც გააბამთ მავთულხლართებს, ოკუპანტებო. ეს ჩვენი სოფელია, ჩვენი შარაგზაა და არ გაქვთ უფლება, რომ შუაში გაგვიყავით სოფელი და მავთულხლართები გაავლეთ. არა გაქვთ ამის უფლება, არც მორალური, არც იურიდიული. არანაირი უფლება არა გაქვთ ამის. აი, ასე ვჭრი, ყოველთვის დავჭრი. რამდენსაც დაამატებთ, ამას იმდენჯერ დავჭრი. აი, ასე..." - ამბობს ვიდეოში ლუდა.










0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0