x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136008
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510279
ისტორიები უბრალო ადამიანურ სიკეთეებზე (20 ფოტო)

image


როდესაც ფიქრობთ, რომ ადამიანები სასტიკნი და უსამართლონი არიან, ეს ფოტოები დაათვალიერეთ! თითოეული კადრის უკან, საოცარი ადამიანების ისტორიაა:


1. ამ კაცს ყოველდღე წყალი მიაქვს ცხოველებისთვის, რომ გვალვისგან გადაარჩინოს.image


2. მარტოხელა პენსიონერი დუბლინიდან, ყოველღამე უსახლკაროებისთვის, 50 ულუფა კარის (ხორციანი წვნიანი, სუნელებით) ამზადებს. ის პენსიაზე ცხოვრობს და პროდუქტების ფულს თავად იხდის.image


3. არიზონას მეხანძრეები ხანძარს მექსიკაში ებრძვიან.image


4. სკოლაში პროგრამა აამოქმედეს – «საუზმე მამასთან», მაგრამ ბევრ მოსწავლეს მამა არ ჰყავდა. სკოლის ხელმძღვანელობამ ფეისბუქზე 50 მოხალისე მამაკაცის ძებნის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა... და განცხადებას 600 კაცი გამოეხმაურა.image


5. ყოფილი პაციენტი, რომელიც წელს ქვემოთ პარალიზებული იყო, საავადმყოფოში მედდის სანახავად მივიდა.image


6. ეს მოხუცი ქალი, სუპერმარკეტში, წიგნების წასაკითხად, ყოველდღიურად დადიოდა. ამიტომ, მაღაზიის თანამშრომლებმა, სპეციალურად მისთვის, სკამი დადგეს.image


7. ათლეტი კამერონ ლაილი ძვლის ტვინის დონორთა რეესტრში დარეგისტრირდა და ამის შესახებ, გადაავიწყდა. მას ჩემპიონატამდე, ერთი თვით ადრე დაურეკეს... სპორტსმენმა მედლის მიღების შანსი დათმო და ოპერაციაზე დათანხმდა, რომ უცნობ ადამიანს ლეიკემიის დამარცხებაში დახმარებოდა.image


8. 5 წლის წინ, ნარკომანმა მამაკაცმა, შემთხვევით გამვლელს, საფულე მოჰპარა. მკურნალობის შემდეგ, ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. მან იმ ადამიანის მისამართი გაიგო, მოპარული ფული დაუბრუნა და წერილში ბოდიში მოუხადა.image


9. ეს კოლეჯის მასწავლებელია და ის Red Hot Chili Peppers–ის ჯგუფის დიდი გულშემატკივარია. მაგრამ, მათ კონცერტზე არასდროს ყოფილა. სტუდენტებმა ფული შეაგროვეს და შოუზე დასასწრები ბილეთი უყიდეს.image


10. ხანდაზმულ მამაკაცს სახლთან, გზის გაწმენდისას, ინფარქტი დაემართა. პარამედიკოსებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ და გზა ბოლომდე გაასუფთავეს.image


11. მეხანძრემ ახალშობილი გადაარჩინა და 17 წლის შემდეგ, ის ბოლო ზარზე დაპატიჟეს.image


12. განცხადება რესტორნის კარზე: «ადამიანს, რომელიც ჩვენს სანაგვე ურნებში, საკვების პოვნის მიზეზით იქექება,

თქვენ ადამიანი ხართ და იმაზე მეტი ღირხართ, ვიდრე საკვები ნაგვის ურნიდან. მობრძანდით რესტორნის სამუშაო საათებში და სენდვიჩს, ბოსტნეულს და წყალს უფასოდ მოგცემთ. ამასთან, კითხვებსაც არ დაგისვამთ.

თქვენი მეგობარი, რესტორნის მფლობელი».image


13. მამაკაცი, ცერებრული დამბლით დაავადებულ, ქალიშვილთან ერთად, ყოველწლიურად, ტრიათლონის ტრასას გადის.image


14. ეს მოხუცი კაცი მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯარში გაიწვიეს და საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. 98 წლის ასაკში, ამ გოგონების დახმარებით, მან ეს ბოლოს და ბოლოს მოახერხა.image


15. 1998 წელს ოფიცერმა პიტერ ჰერცმა, ხანძრის დროს, გოგონა გადაარჩინა. 2016 წელს კი, ის გოგონასთან, კოლეჯის დამთავრების მისალოცად მივიდა.image


16. 92 წლის მამაკაცი მეუღლისთვის ღია ბარათს აკეთებს.image


17. ერთ–ერთი სტუდენტის ბავშვის ძიძა სამუშაოზე ვერ გავიდა და მას 4 თვის შვილის ლექციაზე წაყვანა მოუხდა. გოგონამ აუდიტორიაში ჭირვეულობა დაიწყო. ამიტომ, პროფესორმა ის ხელში აიყვანა და ლექცია ისე ჩაატარა.image


18. ავსტრალიელი პარამედიკოსი მომაკვდავ ადამიანს სურვილის შესრულებაში ეხმარება — მას ზღვის ნახვა უნდოდა.image


19. 94 წლის კიტ დევისონმა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტო დარჩა, საკუთარ ეზოში, მეზობელი ბავშვებისთვის აუზი გააკეთა.image


20. მოხუცი მამაკაცი, რეანიმაციაში მკურნალობის შემდეგ, პალატაში გადაიყვანეს. ხოლო, მისმა შვილიშვილმა, ფანჯრის პირდაპირ, კედელზე პლაკატი გააკრა, რომელზეც ეწერა: «დილა მშვიდობისა, ბაბუ». მას უნდოდა, რომ ეს პირველი რამ ყოფილიყო, რასაც ავადმყოფი თვალის გახელისას დაინახავდა.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე იდუმალი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში

* XVII საუკუნის ჩინური ავტომობილი და უძველესი დოკუმენტები ხელოვნურ მთვარეზე და ასტრონავტებზე

* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0