x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
ყველაზე იდუმალი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში
სატოში ნაკამოტო
image


სატოში ნაკამოტო, წლების მანძილზე, ახალი ციფრული ვალუტაზე – ბიტკოინზე, ფარულად მუშაობდა. ის ძალიან ფრთხილობდა და ყველა კვალს მალავდა. დღემდე არავინ იცის, თუ როგორ გამოიყურება ამ კრიპტოვალუტის შემქმნელი. ბიტკოინის შემოღებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, ნაკამოტო გაუჩინარდა და 2011 წლიდან, მის შესახებ, აღარაფერია ცნობილი. ვინც არ უნდა იყოს, მას ახლა უზარმაზარი ძალაუფლება აქვს, რადგან ასობით მილიონ ვირტუალურ დოლარს აკონტროლებს, რომლის თვალყურის დევნება, უბრალოდ, შეუძლებელია...


ადამიანი ქოლგითimage


ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან, ბევრი უცნაური დამთხვევა და საიდუმლოა დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი დამთხვევა, ფოტოებზე აღმოჩენილი ადამიანის ფიგურა იყო. მასზე ჩანს, რომ კაცი, მზიან ამინდში ქოლგით დგას. ხოლო, სხვა ფოტოებიდან აშკარაა, რომ მან ქოლგა ზევით, სწორედ გასროლის მომენტში ასწია. ამასთან, ის ერთ–ერთი იყო, ვინც მკვლელობის ადგილთან ყველაზე ახლოს იდგა და მისი ჩვენება ძალიან ფასეული იქნებოდა... მაგრამ, ინციდენტის შემდეგ, გაქრა და მისი ვინაობა, დღემდე უცნობია.


მოხუცი ქალბატონი თავშლით
image


კენედის მკვლელობის კიდევ ერთი იდუმალი მოწმე, მოხუცი ქალბატონი იყო, რომელიც კინოკამერით, გზის პირას იდგა. იმის გამო, რომ ის მანქანასთან ახლოს იყო და შეეძლო, ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის მომენტი გადაღება, FBI-მ ქალის დაკითხვა და მის მიერ გადაღებული კადრების ამოღება გადაწყვიტა. მაგრამ, ვერც ქალი იპოვეს და ვერც მისი ფირი. ბოლოს ის ფოტო კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც დანაშაულის ადგილი დატოვა.


image



ადამიანი რკინის ნიღაბშიimage


მე-18 საუკუნის ბოლოს, საფრანგეთის ბასტილიის ციხის მკვიდრებმა, უცნაური პატიმარი შენიშნეს, რომელსაც ყოველთვის რკინის ნიღაბი ეკეთა. მამაკაცს ნიღაბი არასდროს მოუხსნია და გაურკვეველი მიზეზების გამო, მასთან საუბარი აკრძალული იყო. მის ციხის საქმეში მხოლოდ ერთი ჩანაწერი იყო – რიგითი ნომერი.

ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ ეს ადამიანი საფრანგეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო*... და ის, ციხეში ისე გარდაიცვალა, თავისი დაპატიმრების მიზეზის შესახებ, არაფერი უთქვამს.


გილ პერესი
image


1593 წ. ესპანელი გუშაგი გილ პერესი, ფილიპინებზე, მანილას გუბერნატორის სასახლეს იცავდა, რომელიც წინა დღეს, ჩინელმა მეკობრეებმა მოკლეს. პერესს ჩაეძინა და როცა გაიღვიძა, უცნობ ადგილზე აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ის მექსიკაში, ქ. პლაზა მეიორში მოხვდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებას, გუბერნატორის მკვლელობის შესახებ, მაშინვე მოახსენა. ორი თვის შემდეგ, ფილიპინებიდან პორტში გემი ჩავიდა, რომლის კაპიტანმა ესპანელის სიტყვები დაადასტურა...

ჩვენ კი, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორ მოხვდა გილ პერესი ფილიპინებიდან მექსიკაში.


* "ადამიანი რკინის ნიღბით" – შესაძლოა, პეტრე I ყოფილიყო... 1697 წლის მარტში, რუსეთიდან დას. ევროპაში, საკმაოდ დიდი (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. სხვადასხვა წყაროებით, 55-დან – 250-მდე ადამიანი) დელეგაცია გაემგზავრა. მათ შორის იყო პეტრე პირველიც, რომელმაც უცხოეთში მოგზაურობა ფარულად გადაწყვიტა და რუსეთი, რომანოვის ნაცვლად, მიხაილოვის გვარით დატოვა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა ადამიანის ტვინი შეისწავლეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს

* ოპტიკური ილუზიები, რომელიც ტვინს ატყუებს (10 ფოტო)

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (II ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0