კულტურა ცნობილი გახდა, რომ ელისაბედ II-ს დას,"ბობოქარი ღამე" ჰქონდა ცნობილ მომღერალთან 2023, 24 ოქტომბერი, 18:03 ![]() რიჩარდი, ფიშერის მეოთხე ცოლია, რომელზეც 1970-იან წლებში იქორწინა, ქალის თქმით, მისმა მეუღლემ მარგარეტი 1953 წელს გაიცნო. ეს მაშინ მოხდა, როცა მან დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. ”ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დედამისი და დედოფლის და, რომელსაც ეყო გამბედაობა, ედის ყურში ჩაეჩურჩულებინა, რომ მასთან სექსი სურდა”, - თქვა რიჩარდმა. ![]() მისი თქმით, მარგარეტმა ფიშერი თითქოს კლარენს ჰაუსში მიიწვია, სადაც მან ღამე გაათია და "რამდენჯერმე დააკმაყოფილა" პრინცესა, რომელმაც კარი გაუღო "გამჭვირვალე ხალათში და მაქმანებიან საცვლებში გამოწყობილმა". ამავდროულად, მომღერალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს უსაუბრია ამ რომანის შესახებ საჯაროდ, რადგან დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ელისაბედ II-ის დას. იმავე პერიოდში მარგარეტი ფარულად დაინიშნა მეორე მსოფლიო ომის გმირთან, ავიატორ პიტერ ვუოლდრიჯ ტაუნსენდთან. ისინი საბოლოოდ მხოლოდ 1955 წელს დაშორდნენ. აღსანიშნავია, 2016 წელს მომღერლის ქალიშვილმა, მსახიობმა კერი ფიშერმა, რომელიც ცნობილია პრინცესა ლეიას როლით "ვარსკვლავური ომების "კინო საგაში, ასევე განაცხადა, რომ მამამისს ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ელისაბედ II-ის დასთან, თუმცა დეტალები აღარ გაამჟღავნა. ებრაული წარმოშობის ამერიკელი მომღერლის და მსახიობის, ედი ფიშერის პოპულარობის პიკი იყო 1950 იანი წლების პირველი ნახევარი, როდესაც მისი ჩანაწერები მილიონობით ტირაჟით იყიდება, ხოლო ჩარტების სათავეში ექცევა სიმღერები «Thinking of You» და «Oh! My Pa-Pa», ედ ფიშერმა ითამაშა ასევე რამდენიმე ფილმში, ოთხჯერ იიყო დაქორწინებული; ერთ-ერთი ცოლი იყო ელიზაბეტ ტეილორი(1959-1964), გარდაიცვალა 2010 წელს 82 წლის ასაკში. ![]() ![]() 113 3-ს მოსწონს
|