კომპიუტერები და პროგრამები გაფერადებული ისტორიული ფოტოები 2023, 24 ოქტომბერი, 15:03 თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, წარსულის შესახებ, კიდევ უფრო ზუსტი წარმოდგენების შექმნა. გასული საუკუნის 70–იან წლებამდე, ფოტოების უმრავლესობა, შავ–თეთრ ფირზე იყო გადაღებული. ამასთან, ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ იმ დროს, ფერადი ფოტოების გადაღების საშუალება არ იყო. უბრალოდ, ფერადი სურათები დიდ ხარჯებთან და გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგ., გასული საუკუნის ბოლოს, შავ–თეთრი ფირის გამჟღავნება–დაბეჭდვისთვის, თუ მხოლოდ 2 კომპონენტი იყო საჭირო, ფერადი ფირის დამუშავებას და ბეჭდვას, – 10–ზე მეტი ხსნარი ესაჭიროებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, შავ–თეთრი ფოტოს გადაღება, ბევრად უფრო პრაქტიკული იყო. ხოლო ახლა, ციფრული ტექნოლოგიები შავ–თეთრი ფოტოების გაფერადების საშუალებას იძლევა და ეს უფრო მარტივიც კი არის, ვიდრე თავის დროზე, ფერადი ფოტოს დაბეჭდვა იყო. აქ გაფერადებული ისტორიული ფოტოების ნაწილს წარმოგიდგენთ, რომლებიც უფრო რეალისტურ წარმოდგენას გვაძლევს იმ ეპოქის შესახებ, ვიდრე ამის გაკეთება შავ–თეთრ ფოტოებს შეეძლო. ბრიტანელი სნაიპერი თავის კამუფლაჟი აჩვენებს სნაიპერების ფრანგულ სკოლაში, 1944 წ. და მისი შავ–თეთრი ორიგინალი: კალიფორნიელი მონადირე სეთ კინმანი ზის სკამზე, რომელიც გრიზლის ტყავით არის გაკეთებული და რომელიც მან პრეზიდენტ ლინკოლნს აჩუქა მრავალცოლიანი მორმონები, იუტას შტატის ციხეში, 1889 წ. მერი ენ ბევანი – «ლონდონის ყველაზე მახინჯი ქალი». ბევანი ზრდის ჰორმონის დარღვევით – აკრომეგალიით იტანჯებოდა, 1919 წ. რობერტ უოდლოუ, ფოტოზე დაფიქსირებული, ყველაზე მაღალი ადამიანი ისტორიაში 8 ფუტი და 11 დიუმი (2.72 მ.) და კლარენს ჰაუერტონი, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ადამიანი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა და რომლის სიმაღლე 2 ფუტი და 4 დიუმი (0.71 მ.) იყო, 1937 წ. იტალიელი ჯარისკაცი, ძველი დანგრეული ციხე–სიმაგრის ფერდობზე, იტალიური საცხენოსნო სკოლაში, 1906 წ. გერმანელი ჯარისკაცი დიდ ქვაბში ზის, ტყვიამფრქვევი – MG08–ით, 1916 წელი, პირველი მსოფლიო ომი. მეტალურგების სადილი, ცათამბჯენზე მუშაობისას. ქვემო მანჰეტენი, გასული საუკუნის 20–იანი წლები. კეიპტაუნის რკინიგზის მესიგნალე ჯეიმს უაიდერმა ორივე ფეხი დაკარგა და სამუშაოც რომ არ დაეკარგა, ასისტენტად ბაბუინი ჯეკი აიყვანა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასე ასრულებდა. ჯეკს შეცდომა არასდროს დაუშვას და უფრო მეტიც, მან ტესტირება გაიარა, თანამდებობაზე ოფიციალურად აიყვანეს და ხელფასსაც კი უხდიდნენ, დღეში 20 ცენტის ოდენობით. XIX ს–ის 80–იანი წლები ქუჩის ნამდვილი ბანდის წევრები – «ალესილი კეპები», რომლებიც ბირმინგემში დაფუძნდნენ და ლონდონამდე მივიდნენ, XIX ს. ბოლო და XX ს. დასაწყისი არხის სხვა სიახლეები:* "სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს კარგი არაფერი ელის"... – სტალინის წინასწარმეტყველება რუსეთზე* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები* მან პენტაგონი "გატეხა" და უცხოპლანეტელების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი163 2-ს მოსწონს
|