აფხაზეთი ორ გვირაბს შორის მოქცეული მიტოვებული რკინიგზის სადგური აფხაზეთში 2023, 22 ოქტომბერი, 14:05
ძველი მიტოვებული ულამაზესი სადგურის პავილიონი "ფსირცხა"-მატარებლის პლატფორმა აფხაზეთში.
ის ორ მთას შორის არის მოქცეული, სადაც პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებს.ირგვლის სრული სიმყუდროვეა. ფსირცხა არის სოფელიც და მდინარეც საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილოეთ განაპირას კარსტული წყაროებიდან. წარმოადგენს ახალი ათონის მღვიმის ჰიდროდინამიკური სისტემის ზედაპირულ გაგრძელებას. საზრდოობს უმთავრესად გუმიშხის მასივის კარსტული წყლებით. სიგრძე 1, 5 კმ. რაც შეეხება სოფელს, მდებარეობს აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთზე, შავიზღვისპირა გზატკეცილზე. თემის ცენტრი (სოფლები:ოქტომბერი, ციტრუსოვანი). ზღვის დონიდან 80 მ, გუდაუთიდან 21 კმ, ახალი ათონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ. შეიქმნა 1948 წელს სოფლების ცენტრალნოეს, კომსომოლსკოეს და კრასნოეს გაერთიანებით. რკინიგზის სადგური დაარსდა 1944 წელს, როგორც ამიერკავკასიის რკინიგზის გაჩერება სახელწოდებით "დაჩა" წიწვოვანი ნაკადულის ნაპირზე, რომელიც აფხაზურად იწერება როგორც "ფსირცხა". 1951 წელს ამ გაჩერებამ მიიღო ახალი ქართული სახელწოდება „აგარაკი“ და 1954 წელს, არქიტექტორ გ.ლეჟავას პროექტით, აქ აშენდა პლატფორმა სადგურის პავილიონით და ბილეთების გასაყიდი სალაროთი. 1967 წლიდან გაჩერებამ კვლავ „ფსირცხა“ დაარქვეს. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქ ბრძოლები მიმდინარეობდა და მას შემდეგ სადგურის პავილიონი აღარ ფუნქციონირებს, აქ დრო გაჩერდა.სადგურის მიმდებარე გვირაბის პორტალები ნატყვიარებით არის გადაჭედილი. 1993 წლის ბოლოს მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აღდგა, მაგრამ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ დაიხურა 2011 წლამდე. ახლა აქტიურ ტურისტულ სეზონის დროს აქ ჩერდება სამგზავრო მატარებელი. დასავლეთიდან ბაქანზე მდებაროებს No14 სარკინიგზო გვირაბის პორტალი, რომელიც აშენდა დიდი სამამულო ომის დროს. ხოლო აღმოსავლეთიდან არის მეორე გვირაბი No15, რა თქმა უნდა შიგნით არავინ შეგიშვებთ. აი ასეთი უჩვეულო ატმოსფეროა ამ ულამაზეს მიტოვებულ სადგურზე. 364 2-ს მოსწონს
|