საზოგადოება
"ინფორმაცია გავრცელდა მიშა გადაყავთო...."- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 21 ოქტომბერი, 16:24
"მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანებს გაუხარდებოდათ მიშას სიკვდილი, ოღონდ ჩვენთან მართლები აღმოჩენილიყვნენ" - ამ შინაარსის პოსტს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ადრე ინფორმაცია გავრცელდა მიშა რეანიმაციაში გადაყავთო და სანამ დაზუსტდა, მიშას მფრინავმა მაიმუნებმა ისტერიკა დაიმართეს და ყველა “არაემპათიური” (ანუ არა-მანიპულირებული) დაგვლანძღეს, მიშაზე ნერვიულობის ნაცვლად - აი, ხო მოკალითო! - დაგვძახოდნენ.
მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანებს გაუხარდებოდათ მიშას სიკვდილი, ოღონდ ჩვენთან მართლები აღმოჩენილიყვნენ.
მაგათ მაგონებს ჰამასის გულშემატკივრები. მგონია რომ ეწყინათ, ჰოსპიტლის დაბომბვა რომ ტყუილი აღმოჩნდა და ისრაელის დადანაშაულებას საფუძველი გამოეცალა."- წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.