საზოგადოება თბილისში რუსი მომღერალსა და ბლოგერს, დანია მილოხინს სცემეს 2023, 20 ოქტომბერი, 11:53
თბილისში რუსი მომღერალსა და ბლოგერს, დანია მილოხინს სცემეს, - ამის შესახებ წერს გამოცემა Mash-ი.
დანია მილოხინს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ. გამოცემის ინფორმაციით, მას ანტირუსული ლოზუნგებით მას შემდეგ დაესხნენ თავს, როდესაც პირველი სართულის ღია ფანჯარაში შეიხედა - ადგილობრივებს ეს არ მოეწონათ. ეს ყველაფერი მადონა მურთან ინტერვიუს შემდეგ მოხდა. სიუჟეტები მონატრებაზე და სხვა რაღაცეებზე შეუფერხებლად მიდიოდა.ნელ-ნელა სეირნობით 21 წლის TikToker-ი ნინოშვილის ქუჩაზე Groovy Roasters-ში შევიდა, ყავა აიღო და ისევ გარეთ გამოვიდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ცოტა ეცუღლუტა და ერთ-ერთი სახლის ოდნავ გაღებულ ფანჯარაში შეიხედა, განაცხადეს დაწესებულების სტუმრებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი დაინახეს. ბინაში მცხოვრებმა თვალი მოჰკრა მას და მაშინვე გადმოუხტა მილოხინს. "მან დამიწყო ცემა, მთხოვდა ქვეყნიდან წასვლას სრულიად უცენზუროდ და გაიხსენა 2008 წელი. ამბობენ, რუსები მაშინაც ასე შემოგვესივნენო" ტიკ-ტოკერის ცემას თითქმის მაშინვე შეუერთდა კიდევ რამდენიმე ადამიანი. თუმცა გამვლელებმა იყოჩაღეს და სწრაფად დააშორეს ერთმანეთი. მილოხინი პოლიციას არ დაუკავშირდა. ინციდენტის შემდეგ ის სასწრაფოდ გაემგზავრა დუბაიში. დანია მოლოხინი ცნობილი რუსი ტიკტოკერი, რეპ არტისტი, მუსიკოსი, ვიდეო ბლოგერი, კინომსახიობი და გამხმოვანებელია. 2020 წლის ოქტომბერში რუსულმა Forbes-მა მილოხინი მე-6 ადგილზე დააყენა ყველაზე მაღალანაზღაურებად TikToker-თა სიაში.მოლოხინს ჩაწერილი აქვს რამდნიმე სინგლი და გადაღებული აქვს ვიდეოკლიპები. 705 2-ს მოსწონს
|