შოუბიზნესი
არასრულყოფილები: ვარსკვლავები ფიზიკური დეფეტებით, რომელთა გამოც მათ საერთოდ არ რხვენიათ
2023, 20 ოქტომბერი, 0:06
იყო ცნობილი ადამიანი არ ნიშნავს იყო სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარსკვლავი უნაკლო გარეგნობის შენარჩუნებას ცდილოს, მათ ვიზუალში მაინც არის ზოგიერთი ისეთი დეტალი, რაც პაპარაცების "წყალობით" გარეშე თვალისგან შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, სელებრითები კვლავაც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას და მილიონობით თაყვანისმცემლის შთაგონებას, რაც მათ მაგალითზე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სილამაზე სულაც არ არის წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა.
ჯულია რობერტსი
ჯულიას უკიდურესად საკამათო გარეგნობა აქვს. ზოგისთვის ის ლამაზია, ბევრისთვის კი საკმაოდ შეუხედავი. არაპროპორციული პირი გაღუნული ფეხები არ არის, რომლის დამალვაც შესაძლებელია, ამიტომ ის ყოველთვის იღიმება, რითიც ხაზს უსვამს ან თავის ნაკლს ანდაც ღირსებას.
კრისტინა აგილერა
ცნობილმა მომღერალმა და "გრემის" ექვსგზის მფლობელმა კრისტინა აგილერამ მსოფლიოში ყველაზე უღირსი ქირურგის პოვნა შეძლო. შეხედეთ მის მკერდს, ნაწიბურები და ასიმეტრია სახეზეა, ნუთუ ამის გამოსწორება შეუძლებელია?
დემი მური
ცოტა ხნის წინ ის ლამაზმანებს თამაშობდა. დღეს კი, მთელი რიგი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, მას მხოლოდ საშინელებათა ფილმებში თუ ვიხილავთ.
ჯენიფერ ლოპესი
ცელულიტს საშინელი ძალა აქვს. მთელი რიგი კოსმეტოლოგიური პროცედურების, სპორტდარბაზში მრავალსაათიანი დაუღალავი ვარჯიშისა და სწორი კვების შემთხვევაშიც კი ცნობილი ვარსკვლავები პრობლემური ზონებიდან მის მოშორებას მაინც ვერ ახერხებენ, თუმცა თუ სელებრითების ჩაცმულობას გადავხედავთ როგორ ჩანს, მათ ეს პრობლემა დიდად არც უნდა აწუხებდეთ.
ემი შუმერი
გასაოცარ გამოწვევებს აწყობენ ქალები. მარჯვნივ ფოტოზე ამერიკელმა მსახიობმა ემი შუმერმა საკუთარ გვერდზე სპეციალურად დადო თავისი ბუნებრივი ფოტო და სრულიად ამაოდ. ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაოცებულები დარჩნენ თუ რამდენად არამიმზიდველია ემი მაკიაჟის გარეშე.
სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერის არც იმდენად სწორი ფეხები ჯერ კიდევ სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" შევამჩნიეთ, როდესაც მისი გმირი კერი ბრედშოუ მთელი სერიალის განმავლობაში სხვადასხვა სახის ქვედაბოლოებთან და შორტებთან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით საკუთარ ნაკლს ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამდა, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობს თავისი არც იმდენად სრულყოფილი ფეხების ფორმა დიდად არ ანაღვლებს, მაგრამ მოდით ვაღიაროთ რომ სხვანაირი კერის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. სერიალის ერთგულ მაყურებელს ვარსკვლავი თუნდაც მისი არც იმდენად სწორი ფეხებითა და სხვა ნაკლოვანებებით პირველი ნახვისთანავე მთელი გულით შეუყვარდა.