x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩვენ უნდა წავშალოთ და გავანადგუროთ ისინი" - ებრაელი ეროტიკული მოდელი ჯარში ჩაეწერა
image


OnlyFans-ის ებრაელმა მოდელმა ნატალია ფადეევამ გამომწერებს განუცხადა, რომ ის ჯარში ჩაეწერა.რათა ჰამასთან იბრძოლოს. ამის შესახებ გამოცემა Toronto Sun-ი იტყობინება.


წარსულში ფადეევა ხშირად ჩნდებოდა ნახევრად შიშველი, იარაღით ხელში და სამხედრო სტილის ტანსაცმელში.

image


ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მოდელმა უახლესი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ეროტიკული მოდელი ისრაელის თავდაცვის ძალების ფორმაშია გამოწყობილი. მისი თქმით, ჯარში სამსახურის პერიოდში ის სოციალური ქსელებიდან გაქრება.

image

"სოციალურ ქსელებში ისეთი აქტიური აღარ ვიქნები. ჩემს სამხედრო ნაწილში ჩავეწერე, რათა ჩემი მოავლეობა შევასრულო რეზერვისტისტის რანგშუ. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება. ილოცეთ ჩვენთვის"-დაწერა სოციალურ ქსელში ნატალია ფადეევამ.

image

„[ჰამასს] კაცობრიობისთვის არაფერი აქვს მისაცემი. ჩვენ უნდა წავშალოთ და გავანადგუროთ ისინი, შემზარავი სურათები ღამღამობით მაღვიძებს. საშინელი რამ ხდება, ჩვენ გვესმის ჰოლოკოსტს გადარჩენილთა ისტორიების მსგავსი ისტორიები“.-დასძინა გოგონამ



შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს დილით "ჰამასმა" (ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა) — პალესტინის სუნიტური-ისლამისტური ფუნდამენტალურმა დაჯგუფებამ ისრაელის სასაზღვრო ზონას შეუტია, იმავე დღეს ტერორისტებმა დაიკავეს ებრაული დასახლებები.


დახოცეს ასობით ადამიანი და აიყვანეს 150-მდე მძევალი. მარტო მხოლოდ ერთ მუსიკალურ ფესტივალზე სამხრეთ ისრაელში "ჰამასის" მიერ მოკლული 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.



საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლებამ 48 საათის განმავლობაში 300 ათასი რეზერვისტის მობილიზება მოახდინა და ღაზას სექტორის სრულ ბლოკადაში მოაქცია, რათა ჰამასის ბოევიკებისგან გაათავისუფლოს ტერიტორია, თუმცა ჰაუმანიტარული კატასტროფის წინაშეა მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც წყლის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0