x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რამე მაინც მიეფარათ! ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი "ღირსებები" საჯაროდ გამოფინეს
image


სელებრითების სურვილი ყოველთვის და ყველგან უზადოდ და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ მარტივი საქმე არ არის, უხერხულ სიტუაციებში მოხვედრა რიგითი მოკვდავების მსგავსად არც ვარსკვლავებისთვის არის უცხო, ყველაზე შეუფერებელ მომენტში მათ ხან კაბა ერღვევათ, ხანაც საცურაო კოსტიუმი უნამუსოდ ღალატობთ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდელ ლამაზმანებს, რომლებიც უხერხულ სიტუაციებში ყველაზე მოულოდნელ მომენტში აღმოჩნდნენ.





ქარდი ბი


image


ჰიპ - ჰოპ არტისტმა თავისი ერთ - ერთი კონცერტის დროს ისეთი ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა, რომ მისმა კომბინეზონმა მის საოცარ ენერგიას ვერ გაუძლო და ყველაზე უხერხულ ადგილას გაეხა. აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები მომხდარით არც იმდენად გაკვირვებულნი დარჩნენ, ვინაიდან სასცენო კოსტიუმი მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ყოველდღიური ცხოვრებისთვის მეტისმეტად დახურული იყო, მისი საოცარი სასცენო დინამიკისთვის მაინც ზედმეტად მყიფე აღმოჩნდა.





ლენა დანემი


image


ამ ფოტოს ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ მსახიობმა საცურაო კოსტიუმის თხოვება უმცროსი დისგან გადაწყვიტა, ლენა გაცილებით უფრო მომხიბვლელი იქნებოდა თუ ის მონოტონურ, დახურულ საცურაო კოსტიუმს შეარჩევდა, რომელიც ვიზუალურად გვერდებს უფრო "დაუგრძელებდა" და მუცლის ზონაზე არსებულ ზედმეტ ცხიმსაც ეფექტურად დაუმალავდა.





კორტნი კარდაშიანი


image


როგორც ჩანს, უახლესი ტენდენციაა რამდენიმე ზომით პატარა საცურაო კოსტიუმის ტარება. აღნიშნული ტრენდი საკუთარ თავზე კორტნი კარდაშიანმაც დატესტა, თუმცა ხელების ერთი უხერხული მოძრაობა და პაპარაცებს შეეძლოთ სრულიად განსხვავებული კონტენტის ფოტოს გადაღება, რომელიც გაცილებით უფრო რეიტინგული იქნებოდა.





მადონა


image


საინტერესოა რა უბიძგებს პოპ- დივას გამუდმებით "შიშველ" სამოსზე არჩევანის გაკეთებას. გასაგებია, რომ ახალგაზრდობაში ასეთი საქციელი გამართლებულია, თუმცა როგორ ავხსნათ ასეთი სითამამე 70 წლის მიჯნაზე? ვარსკვლავისგან მკაფიო პასუხს ალბათ, არც არ უნდა ველოდოთ, რადგან მისი მოტივაცია სავარაუდოდ, მსგავსს ექსტრემალურ "ლუქებში" კომფორტულობის განცდაა, და ეს სრულიად საკმარისია.





ჯენიფერ ლოპესი


image


პუერტორიკოელი ლამაზმანი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა სელებრითი მადლობა ღმერთს საცვლების გარეშე არ იყო. აი, სწორედ ეს გახლავთ "მფრინავი" კაბების ფარული ბოროტება, ვინაიდან როდის აღმოჩნდები დედიშობილა კაცმა არ იცის.





ჰოლზი

image


ექსტარვაგანტური ჩაცმულობის მოყვარული ჰოლზი ღონისძიებაზე ზედმეტად თამამი კაბის წყალობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიზაინერებმა კაბის ჭრილის სიღრმეს აშკარად გადაამლაშეს, ვინაიდან სელებრითის კაბის ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ სიარულისას საზოგადოებამ მისი საცვლის ფერიც კი იხილა.





ბელა ჰადიდი


image


2017 წლის "Met Gala"-ს საღამომ ბელა ჰადიდი ღონისძიების მთავარ ფიგურად აქცია. გოგონა თანამედროვე მოდელებს შორის ყველაზე მოდურ სტილის "ხატად" არის აღიარებული, თუმცა ზოგჯერ უხერხული მომენტები მასაც კი აქვს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაკავშირებულია მის შავ გამჭვირვალე კომბინეზონთან, რომელშიც მოდელი არამარტო უცნაურად გამოიყურებოდა, არამედ მასში თავს აშკარად უხერხულადაც კი გრძნობდა.





ემა უოტსონი


image


ბრიტანელ მსახიობს ემა უოტსონს ფილმ "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის" პრემიერაზე ავტოგრაფების დარიგებისას კაბიდან საცვალი გამოუჩნდა, რაც შეუმჩნეველი არც ერთ ტაბლოიდურ გამოცემას არ დარჩენია.





კიმ კარდაშიანი


image


როგორ ინარჩუნებს კიმი სიგამხდრეს? საიდუმლო საბოლოოდ გამჟღავნდა - საქმე მაკორექტირებელ თეთრეულშია, რომელსაც სკანდალური ტელესახე სისტემატურად იყენებს, თუმცა სამწუხაროა რომ მას მერლინ მონროს საუცხოო კაბის მორგებაში ამ თეთრეულმაც კი ვერ უშველა, რომელშიც ეპატაჟურ ვარსკვლავს გაბრწყინება "Met Gala 2022"-ზე სურდა.





პერის ჰილტონი


image


როგორც ჩანს, დროდადრო, პერისს ავიწყდება, რომ ტანგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. ვარსკვლავის ერთგული თაყვანისმცემლების თქმით, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებაში გამოჩენილ პერისს მხოლოდ იმან უშველა, რომ მას საერთოდ საცვალი ეცვა, თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც ჟურნალისტებმა და პაპარაცებმა სელებრითი იმაზე უფრო დელიკატურ სიტუაციაში "გამოიჭრეს", ვიდრე ეს ჩაფიქრებული იყო.





ჯერი ჰოლიუელი


image


პრესტიჟულ "BAFTA"-ს დაჯილდოების საღამოზე ჯგუფ "Spice Girls"-ის ყოფილი სოლისტი თვალისმომჭრელი წითელი, მრავალფენიანი კაბით გამოჩნდა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ თავნება ქარი მომღერლის იმიჯს მოულოდნელად "პიკანტურ" აქცენტს შესძენდა.





ქლოი გრეის მორეცი


image


ქლოი გრეის მორეცი პატარა ზომის სამოსის დიდი მოყვარული გახლავთ. ერთხელ ვარსკვლავის ამ უცნაურმა ჩვევამ ის უხერხულ სიტუაციაშიც კი ჩააგდო. შუა ავტოგრაფ სესიის დროს ქლოის ტანზე მჭიდროდ მომდგარმა ბლუზამ მის ზედმეტ წონას ვერ გაუძლო და მსახიობს ის მხართან გაერღვა, ეს უხერხული მომენტი ფოტოგრაფებს ყურადღების მიღმა რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ.










0
1169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1169