საზოგადოებრივი რა იარაღით გაინადგურა თავი წინამორბედმა ცივილიზაციამ? 2023, 19 ოქტომბერი, 8:27 მეცნიერები ცალსახად ირწმუნებიან, რომ კლიმატი, ჩვენს პლანეტაზე, არაერთხელ და მკვეთრად შეიცვალა. ხოლო, მიზეზად, უფრო ხშირად, მეტეორიტს, ან სტიქიურ უბედურებებს ასახელებენ. მაგრამ, ეს გულუბრყვილობაა... მილიარდობით წლის მანძილზე, შეიძლება, დედამიწაზე არაერთი ცივილიზაცია წარმოქმნილიყო და დაღუპულიყო... უფრო მეტიც, როგორც ჩვენი მაგალითი ამტკიცებს, საკუთარი თავის სრულად განადგურების დონემდე მისასვლელად, სამხედრო სფეროში, მხოლოდ რამდენიმე საუკუნის პროდუქტიული პროგრესია საჭირო. უძველესი წყაროების მიხედვით, ათასობით წლის წინ, ჩვენს პლანეტაზე მართლაც საშინელი მოვლენები ხდებოდა. მაგალითად, მაიას და ინკებს ძალიან მსგავსი მითები აქვთ, იმის შესახებ, რომ მზე ოკეანეში ჩავარდა და ის ადუღდა. სამწუხაროდ ინდიელებმა, ამ მოვლენის თარიღი არ მიუთითეს. თუ ჩვენთვის ცნობილ ფაქტებს და მოვლენებს შევადარებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ საუბარი წარმოუდგენელი სიძლიერის ბომბზეა, რომელიც ოკეანეში ჩავარდა. თუმცა, ასეთი რამ რომ მომხდარიყო, დედამიწაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია უნდა ყოფილიყო, ან უცხოპლანეტელების შემოჭრას უნდა ჰქონოდა ადგილი. კიდევ ერთი წერილობითი წყარო, რომელშიც გამანადგურებელ იარაღზე საუბარი – ინდურია. მასში აღნიშნულია, რომ ბრძოლის ველზე შურისძიების ისარი დაეშვა და თან ისეთი კაშკაშა, რომ მზესავით ანათებდა. იგივე წყაროს მიხედვით, ამ ისარმა სამი სამეფო გაანადგურა, რომელშიც ათობით ქალაქი იყო. მისი მოქმედების არეალში კი, ტბები და მდინარეები აორთქლდა, სასახლეები მტვრად იქცა, ხოლო ადამიანები და ცხოველები – ფერფლად. იგივე მოვლენებია აღწერილი ჩინურ წყაროებშიც, რომლის მიხედვით, არსებობდა ღია ოქროსფერი ლითონისგან დამზადებული, ნახევარი მეტრის დიამეტრის გამანადგურებელი იარაღი, რომელიც ჩართვის მომენტში, თხევად მზის დისკად გარდაიქმნებოდა და ყველა მიმართულებით, გამანადგურებელ სხივურ ენერგიას აფრქვევდა. აქ მოყვანილ ყველა შემთხვევაში, აღწერილია საშინელი იარაღი, რომელიც ჩვენს დროში შექმნილი, ჯერაც არ არის. დღეს, ყველაზე მძლავრ ბომბსაც კი, არ შეუძლია რამდენიმე ქვეყნის განადგურება, ან ოკეანის ადუღება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთ-ერთ წინა ცივილიზაციას იარაღი ჰქონდა, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის იარაღები, რაც ჩვენს ცივილიზაციას გააჩნია. ეს კი, მის განვითარებულობაზე მიუთითებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იარაღი, დედამიწაზე ჩამოსულ, უცხოპლანეტელებს ეკუთვნოდათ. მაგრამ, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა... არხის სხვა სიახლეები:* იინ–იანგის სარკე – უძველესი ცივილიზაციის გამანადგურებელი იარაღი* რატომ შექმნა ჰენრი ფორდმა პატრული, რომელიც მისი მუშების სახლებს ამოწმებდა?* როდესაც რეალობა ფოტოშოპზე უკეთესია – ფოტოებზე დაფიქსირებული უცნაური ფაქტები და მოვლენები* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი1908 1-ს მოსწონს
|