x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ამ ქართველ ბიჭს ნამდვილად არ გაუმართლა, ბრალად ედება მარიხუანას კონტრაბანდა, რაც 7 წლიან სასჯელს ითვალისწინებს

image
როცა სადმე მიემგზავრები აუცილებელია იმ ქვეყნის კანონებში ნაწილობრივ მაინც იყო ჩახედული, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი კანონებია შეიძლება სერიოზულ შარში ამოყო თავი, იქნება ეს ჩაცმის სტილის, გამომწვევი გარეგნობის გამო თუ გარკვაულწილად ხასიათის გამოც.


აზიის რიგ ქვეყნებში ნარკოტიკის შეტანაზე სიკვდილით დასჯაა ან სამუდამო პატიმრობა.

სამწუხაროდ ამას ხშირად არ ითვალისწინებენ და სერიოზულ პრობლემაშიც ჰყოფენ თავს. ასე მოუვიდა ამ ახალგაზრდა ქართველსაც (სახე შეგნებულად დავფარე), რომელლის სტამბულიდან პეტერბურგში ჩაფრინდა, მას საკონტროლო სისტემაში გასვლისას აღმოუჩინეს ყალიონი, რომელიც აეროპორტის თანამშრომლებს საეჭვოდ მოეჩვენათ, ყალიონი პატრონს ჩამოართვეს და სპეციალურ ლაბორატორიას ჩააბარეს ანალიზისათვის. ყალიონში აღმოჩნდა მოწეული მარიხუანას ნარჩენები 0, 08 გრამის ოდენობით, რაც კანონით დაშვებულ რაოდენობას აღემატება. მფლობელი დაკავებულ იქნა და გადაიყვანეს დროებითი დაკავების საკანში. ახლა მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მარიხუანას კონტრბანდის გამო.

როგორც ქართველი ბიჭის ადვოკატი აცხადებს, ანალიზის დროს აღმოჩენილი მარიხუანას გარკვეული ნაწილი აღმოჩენილ იქნა ყალიონის მილში, რომელსაც მისი მფლობელი ვერანაირად ვერ გაწმენდდა, რის გამოც მას კონტრაბანდის მუხლი უნდა მოეხსნას, თან მის კლიენტს მარიხუანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც არ მოუხმარია.


დაინტერესოა მარიხუანას მოყვარულ ქართველს რა განაჩენს გამოუტანს რუსული სასამართლო, იმედია გაითვალისწინებენ ადვოკატის შეხედულებებს და მას გაანთავისუფლებენ.


0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
76