x
მეტი
  • 20.05.2024
  • სტატია:134761
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509113
“მიშას მუზეუმი ვნახე… იცით რა გამახსენდა?!…” – ხათუნა ხოფერია
image

.

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოფო ჯაფარიძის მიერ სააკაშვილის მისაღების გახსნას ეხმაურება. ვინაიდან ოფისში მიშას ნახმარი კოსტიუმები გამოფინეს, ხათუნა ხოფერია ოფისს მუზეუმს უწოდებს და ირონიულად საუბრობს...

.


პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

.

მიშას მუზეუმი ვნახე…
იცით რა გამახსენდა?!… სამეგრელოში იცოდნენ ადრე. მიცვალებულის “ შარვალ-კოსტუმს” გაშლიდნენ ტახტზე. ფეხსაცმელებს დადებდნენ შარვლის ტოტის ბოლოში. თავის ნაცვლად ფოტოს …
მოკლედ, მკვდარი ცოცხალივით იყო…
ეს შეჩვენებული კი, ციცხალიც მკვდრად აქციეს… -- წერს ხათუნა ხოფერია.
.
/
.
თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.


როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.


ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. ოფისში განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.


„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვენგანის მხარდამჭერითა და ჩართულობით ჩვენ შევძელით მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა. სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომელიც ოფისს უხელმძღვანელებს.

.

თბილისში, სააკაძის დაღმართზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ. ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი ოჯახი გაანადგურა და მსგავსი ოფისის გახსნა შეურაცხმყოფელია.

.

„მე რა მინდა, იცით, ამ ხალხს ვკითხო? თქვენ რაც დააშავეთ და რა დანაშაულიც ჩაიდინეთ, ამოწყვიტეთ ამდენი ხალხი, ორი ტრაგიკული ადამიანი ვიდექით აქ. ერთ კითხვას დავუსვამდი და გაეცათ პასუხი, მეტი არაფერი. ეს სისხლისმსმელები, რომლებსაც არავისთვის ერთი ბოდიში არ აქვთ მოხდილი, დღეს რომ დემოკრატიაზე საუბრობენ, ევროპისკენ როგორ მიდიოდნენ, ხალხის კვლით? გაუპატიურებებით და ქონების წართმევით? ეს არის ევროპა? ესენი არიან პროევროპელები?“ – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

/

როგორც სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პასუხის გაცემის შეეშინდათ და გაიპარნენ.

„მე და სოსო რობაქიძე მოვედით, რათა ლიდერებისთვის დაგვესვა რამდენიმე კითხვა და სუფთა ადამიანურად გაეცათ პასუხი. რაც გააკეთეს, დაინახეთ ალბათ, სხვა გასასვლელიდან გავიდნენ, ჩასხდნენ ლიდერები და გაიპარნენ. უნამუსოდ, ორი ადამიანისთვის პასუხის გაცემის შეეშინდათ. ეს არის მათი სახე და მათი პოლიტიკა. უბრალოდ ესენი ყველაფერს აკეთებენ, რათა ზემოთ საინფორმაციო სივრცეში იტივტივონ. პიარისა და ტყუილის გარდა, ამ ხალხმა არაფერი იცის“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0