x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იცით რას გეტყვით? შეწყვიტეთ ქართველების დამუნათება!!!"-ლალი მოროშკინა
image

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ებრაელი მამაკაცები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაიძრნენ, რათა შეურთდნენ არმიას და იბრძოლონ სამშობლოს მტრების წინააღმდეგ.ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი კომენტარებში ებრაელების პატრიოტიზმს ხაზს უსვამს და პარალელს ავლებს ქართველ მამაკაცებზე, სწორედ მათ პასუხობს კონფლიქტოლოგი და ფილოლოგი, ამჟამად ბიზნესვუმენი ლალი მოროშკინა:


"იცით რას გეტყვით?

შეწყვიტეთ ქართველების დამუნათება!!!


არცერთ ბიჭს არ უთქვამს უარი ომზე!!! აფხაზეთში წასასვლელად, გამთენისას იპარებოდნენ სახლებიდან!!!!

მათ მოსაძებნად მამები და ბიძები მიდიოდნენ და ოჯახი 2-3 კუბოს ღებულობდა!

მას მერე ვერ ვიტან ყვავილებს!

ყველა უბანში,

ყველა სადარბაზოსთან კუბოს სახურავები იყო აყუდებული!!!

ვინ დაიხია უკან?

ერთი-ორმა "კამსამოლას" გარდა, ახლა რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს ქმნიან!

2008 წელს ვინ დაიხია უკან???

რიგები იდგა ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერანების, რომლებიც ითხოვდნენ ომში წასვლას და უარს იღებდნენ!!!!

ვინ გარბოდა წითელ ხიდზე???

მიშას მთავრობა! მაგრამ ამით ხომ არ განისაზღვრება საქართველო???

ყველა გოგო ჟურნალისტს კანტუზია აქვს მიღებული, ქარცეცხლში გამოქონდათ ჩვენს ოპერატორებს ვიდეო მასალა!!!!

ალმოკიდებული სოხუმი არცერთმა ვაჟკაცმა არ დატოვა, თუმცა იცოდნენ, რაც ელოდათ!

მორჩით ებრაელების მაგალითის მოყვანას და ქართველების ღირსების გათელვას!

სულ ახლახან არ წავიდნენ შინდისის გმირები???

ის ბიჭი, ზვავში რომ ჩარჩა და სხვები იხსნა?

არავიზე ნაკლები ვაჟკაცები არ გვყავს და ამას ყოველ დღე ამტკიცებენ!!!!

ყველა ერს ყავს ვაჟკაცი და მხდალი, უბრალოდ უკეთესი მედია მხარდამჭერები ყოლიათ, რომლებიც საუკეთესო მხრიდან აშუქებენ მოვლენებს!"

0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0