საქართველო
"მეც არ მიკვირდა რატომ მაგინებდა ტელეეკრანიდან"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 12 ოქტომბერი, 10:18
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს" ბენდთან დაკავშირებით "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს და მისი ხელმძღვანელისა და მუსიკოსის გელა გნოლიძის შესახებ წერს:
"მეც არ მიკვირდა ეს სრულიად უნიჭო ვინმე გნოლიძე რატომ მაგინებდა ტელეეკრანიდან"- ვკითხულობთ შალვა ნთელაშვილის სტატუსში.
ცნობისთვის, "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, TV იმედის "ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო.
გამოცემის თანახმად, 2020-2023 წლების მონაცემებით "ღამის შოუს" ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 343, 800 ლარის 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.