x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
"მე მინახავს 19 წლის გოგონა მანქანაში აფეთქებული... მე მინახავს ჩვილებზე მოკვეთილი თავები" - ფადი ასლი
image

"მე მინახავს სამი მეგობარი კედელზე მიყუდებული და ტყვიით დახვრეტილი.


მე მინახავს 19 წლის გოგონა მანქანაში აფეთქებული და ნაწილებად დანაწევრებული. მე მინახავს შემთხვევითი მოქალაქეები, რომლებიც გამოიყვანეს მანქანებიდან და ესროლეს ცარიელ ზონაში "არასწორი" რელიგიის მიკუთვნების გამო.


მინახავს ქალები ჯგუფურად გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული.



მე მინახავს ჩვილებზე მოკვეთილი თავები.


მე მინახავს უდანაშაულო ჟურნალისტი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადაგდების ნაცვლად დახვრეტას იხვეწებოდა.


მე მინახავს მამა, რომელიც სასოწარკვეთილებისგან თავში ტყვიას იხლიდა სნაიპერის მიერ მოკლული ერთადერთი შვილის დაკრძალვაზე.


მე მინახავს ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც უშიშრად ელოდნენ კედელთან სიკვდილს ხოლო სხვები მუხლებზე დაჩოქილი ითხოვენ სიცოცხლეს.


მე ვცხოვრობდი ტერორის სუნში ტერორის ხმაში, ტერორის სახით, რადგან ტერორი და საშინელება ტყუპი დები არიან, რომლებიც ერთად დადიან ხელჩაკიდებული და ჩემს თავს ვუთხარი, ომი აღარასოდეს...


ვცდილობდი ამ ყველაფრის დავიწყებას, მეხსიერებიდან წაშლას, მუდმივ მომღიმარი სახის მიღმა დამალვას, მაგრამ შემდეგ ყოველთვის არის ვინმე, ვინც მეკითხება, ვიცი თუ არა რამე ომების შესახებ და ვიცი თუ არა ტერორის ნამდვილი მნიშვნელობა და ეს მიტოვებს სახეზე გაყინულ ღიმილს, ნაცრის გემოს პირში და მწარე ცრემლს თვალის კუთხეში...-ფადი ასლი (უტოპია და რეალობა)"-წერს ბიზნესმენი ფახი ასლი სოციალურ ქსელში.

0
443
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0