პოლიტიკა რა თქვა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის ომზე 2023, 11 ოქტომბერი, 14:43 რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის წინა დღეს მოსკოვში ერაყის პრემიერ მინისტრი მუჰამედ სუდანი ჩავიდა. ვლადიმერ პუტინმა სტუმარი კრემლში მიიღო. ვინაიდან ერაყი არ არის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ბოლო წევრი და ეს ორგანიზაცია პირდაპირ მოქმედებს ნავთობის ფასზე, რუსეთის ინტერესი არაბი პოლიტიკოსის მიმართ გასაგებია. - "ჩვენი ურთიერთქმედების მთავარი მიმართულება ენერგეტიკაა. ჩვენი კომპანიები წარმატებით მუშაობენ თქვენს ქვეყანაში. ჩვენი კომპანიების საერთო ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის მუშაობას და ამას ძალიან წარმატებით ვაკეთებთ მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით.“ - განაცხადა რუსეთის ლიდერმა. ვლადიმერ პუტინი ხშირად იყენებს ასეთ საჯარო შეხვედრებს ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტირების გასაკეთებლად. პუტინი ისრაელის და ღაზას ომის თემასაც შეეხო. - "ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, რომ ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი, რომელიც ცდილობდა მოგვარების მონოპოლიზებას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ზრუნავდა ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების მოძიებაზე." - განაცხადა პრეზიდენტმა. პუტინმა გაიხსენა, რომ ვაშინგტონი დიდი ხანია ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ორივე მხარეზე - „ხან ერთზე, შემდეგ მეორეზე. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა არ გაითვალისწინა პალესტინელების ინტერესები". „ვგულისხმობ, პირველ რიგში, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების აუცილებლობას დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ.“ - ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა. დასასრულს, პუტინმა მოუწოდათ "სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე შემცირებისკენ. ”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კონფლიქტურ მხარეს ამისკენ." - დასძინა პუტინმა. სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს, რომ ისრაელები და პალესტინელები მზად არიან რაიმე შემცირებისთვის. ებრაული სახელმწიფოს სამხედროებმა დაბლოკეს ყველა კომუნალური მომსახურება ღაზას სექტორში, რის გამოც მოსახლეობა წყლისა და საკვების გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის მოხალისეებმა დატყვევებული მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყეს. 331 შეფასება არ არის
|