x
image
თამილა გურაშვილი
"გადაუდებელი შეხვედრა": ბორელმა ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგანგებო შეხვედრაზე მიიწვია

image
დიპლომატ ჟოსეფ ბორელის განცხადებით, მოლაპარაკებები 10 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში გაიმართება.




ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ჟოსეფ ბორელმა ისრაელ-პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ელი კოენსა და რიად ალ-მალიკის მიწვევა გაუგზავნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სასწრაფო შეხვედრაზე დასასწრებად. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა.




მან შეხვედრა სამშაბათს, 10 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დანიშნა.

ბორელმა გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრაზე რიად ალ-მალიკი პალესტინის ხელისუფლების პოზიციას წარადგენს.

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0