საქართველო "იიიიიიიფ... ამასაც მაგრადა სხმია და ეხლა კიდე სცვივა, აი!"-გელა ზედელაშვილი 2023, 10 ოქტომბერი, 15:06 "იიიიიიიფ... ამასაც მაგრადა სხმია და ეხლა კიდე სცვივა, აი!
გია ხუროშვილი: “ბიძინა რომ ჭორვილაში დახეული რეიტუზით ორღობეში დადიოდა და ხმელა პურს მიირთმევდა, მაშინ სალომე პარიზის ქუჩებში დადიოდა და კრუასანს ჭამდა''.
არა, ახლა ხომ ხვდებით, რას გადაგვარჩინა ხმელა პურზე გაზრდილმა ბიძინამ 2012-ში?
ეს ტიპი მიხა სააკაშვილს ხან რა თანამდებობაზე ჰყავდა გამწესებული, ხან რაზე... თუ არ ვცდები, ხან გამგებელი იყო, ხან საპარლამენტო მდივანი. ერთ ხანობას პროკურატურაშიც იბარებდნენ დაკითხვებზე, შემდეგ, მგონი, აშშ-ში “გაქცუნდა''.
კაი, ამას დავანებოთ თავი, ვინ იყო, ვინ არის და რას წარმოადგენს... თქვენ უნდა ნახოთ ამისი აზროვნების დონე!
ესე იგიო... როცა ბიძინა დახეული რეიტუზით სოფლის ორღობეში დარბოდა, მაშინ “ელასტიკებიანი'' სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდაო... მეტიც, ბიძინა ხმელა პურზე იზრდებოდა, სლომე კიდე კრუასანებზეო.
ჰა, ჰა, ჰა!
რატო არ გაიზრდებოდა სალომე კრუასანებზე რა, მა მამამისი ტყუილად მუშაობდა რომელიღაცა საეჭვო დაწესებულებაში? ავი ენები ამბობენ, ეგ დაწესებულება ჰიტლერელებთან თანამშრომლობდაო. ან კი ტყუილად გაიქცნენ სალომეს მამა-პაპანი საქართველოდან? დიახაც, იმიტომ გაიქცნენ, რომ სალომეს პარიზის ქუჩებში ესეირნა და თან კრუასანებზე გაზრდილიყო!
ამას წინებზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთმა ყვრანტმა ქალბატონმა დაიკვეხა, მე ბიძინა ივანიშვილის წარსულის შესახებ ყველაფერი ვიციო.
კი, მაგრამ ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცითო? - ჰკითხა წამყვანმა.
ბიძინას დედა ბაზარში იდგა და ყველს ჰყიდდაო.
გაიგონეთ?
ბიძინას დედა ბაზარში იდგაო.
ახლა ამასაც, ამ ვინმე ხუროშვილსაც იმ ყვრანტი ქალივით მოსდის, იმასავით “ბრძნული'' ჰაზრები დაუფლებია - მე მარტო ბიძინას შესახებ კი არ ვიცი რაღაცები, არამედ სალომეს შესახებაცო.
მერე, შე ჩემა, მერე?
როდის აქეთ გახდა სამარცხვინო სოფლის ორღობეში რეიტუზით სირბილი, თუნდაც დახეულით? ან ხმელა პურის ჭამა?
მაგალითად, მეც დაახლოებით ეგრე ვარ გაზრდილი... ძაან გაჭირვებული ბავშვობა არ მქონია, მაგრამ სოფლის ორღობეებში რეიტუზითაც მირბენია და “ტრუსიკითაც'', მე ის სოფლის ორღობე მირჩევნია პარიზის გაჩახჩახებულ ქუჩებს, ხმელა პური კიდე კრუასანებს!
ბიძინას მშობლები ბაზარში იდგნენ, რათა შვილები გაეზარდათ და გზაზე დაეყენებინათ, საკუთარი ქვეყნიდან არსად გაქცეულან.
ეგრეა!
სანამ სოფელზე, ორღობესა და ხმელა პურზე აუგს იტყვით, პირი გამოირეცხეთ!
ბოლო-ბოლო, იმ ხმელა პურზე გაზრდილის ხათრით წამოჯდა პრეზიდენტად კრუასანებზე გაზრდილი სალომე. რომ არა “რეიტუზიანი'' ბიძინა, ვინ მიასუნინებდა მაგას ორბელიანების სასახლეში?!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
204 2-ს მოსწონს
|