x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ტფუი… ვინა ხართ?! სად გაიზარდეთ?! რა ხართ ამისთანა უჯიშოები"- რამ აღაშფოთა ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი ბაია პატარაია "POSTV"-ის წამყვანის, ბაჩო ოდიშარიას ისრაელში მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას ბანძი პროპაგანდისტული დავალების შესრულებისთვის ყველაფრის მკადრებელს უწოდებს:


"ბაჩო ოდიშარიასნაირი ნაგვები რომ წერენ, რა კარგია, მე რომ შვილებს უსაფრთხოდ ვასეირნებ, როცა ისრაელში ხალხი ამოხოცესო, აი, ეგ ხალხი, ალბათ ნათესავი ან მეზობელი რომ მოუკვდება, დილის ყავაზე იმას ფიქრობს, რა კარგია რომ მე ყავას ვსვამ, მაშინ როცა ჩემი მეზობელი/ნათესავი კუბოში წევსო.


ვინა ხართ?! სად გაიზარდეთ?! რა ხართ ამისთანა უჯიშოები, რომ სხვის უბედურებაზე თვითკმაყოფილებას გრძნობთ და ნიშნის მოგებით ლაპარაკობთ?!


ყველაფერი უნდა იკადრო ბანძი პროპაგანდისტული დავალების შესრულებისას?!
ტფუი…"- წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.


ახლა კი, უცვლელად გთავაზობთ პროსახელისუფლებო ტელევიზიის, "POSTV"-ის წამყვანის, ბაჩო ოდიშარიას ზემოაღნიშნულ პოსტს, რომელსაც "საფარის" ხელმძღვანელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა:


"ოთხი დღის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, სადაც იქაური კინო ფონდის მიწვევით ვიყავი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სასაუბროდ და ჰაიფას საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად. ახალი მეგობრები გავიჩინე, ვისთან ერთადაც ყოველ საღამოს ვსვამდით, ფეხბურთზე და კინოზე ვსაუბრობდით, საფესტივალო ფილმებს ვუყურებდით, თელავივიდან იერუსალიმში, იერუსალიმიდან ჰაიფაში ვმოძრაობდით და ვტკბებოდით იმით, რაც ერთის მხრივ შეუმჩნეველი და თითქოს ბუნებრივი მოცემულობა უნდა იყოს, ისევე როგორც ჰაერი - მშვიდობით. დღეს იქაური მეგობრები მწერენ რომ დილა შვილებთან ერთად თავშესაფარში გაუთენდათ. მე კიდევ მაქვს პრივილეგია რომ ბავშვს კიროვის ბაღში ვასეირნებდე იმის შიშის გარეშე, რომ ჩემ ქვეყანაში ბომბი ჩამოვარდება. მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა საქართველოს".






0
277
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
277