ქალი და მამაკაცი 47 წლის ოთხი შვილის დედა დაქალის 19 წლით უმცროს ნათესავზე დაქორწინდა 2023, 9 ოქტომბერი, 15:45 ![]() 47 წლის ოთხი შვილის დედას შეუყვარდა თავისზე 19 წლით უმცროსი მამაკაცი და მასზე დაქორწინდა. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება. დიანა ბუმერის(Deanna Boomer) თქმით, რომ მას შეუყვარდა სტივენი, მისი დაქალის ძმისშვილი, როდესაც ის 19 წლის იყო, ხოლო თავად 38 -ის. ქალის თქმით, მან პირველად დაიწყო ავტოკლუბის მონახულება, რომლის წევრიც მისი საყვარელი იყო. დიანას თავის ჯიპით სტივენი ცუდ უგზო ადგილებში დაყავდა, რამაც ისინი უფრო დააახლოვა. ამ დროს ქალი განქორწინების პროცესში იყო და ოთხ შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა. დიანამ სტივენს თავის ბინაში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა, რათა მათ ბინის ქირა ერთობლივად გადაეხადათ. მას შემდეგ წყვილი ერთად არის. ![]() ნათესავებმა უთხრეს, რომ იგი ვერ შეძლებდა სხვა ადამიანის შვილების აღზრდას, რომელთაგან ერთი მასზე ოთხი წლით უფროსია. რამდენიმე მეგობარიც ამის გამო ჩამოშორდა მამაკაცს. თუმცა, სტივენის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისმა ოჯახმა და მეგობრებმა მიიღეს მისი არჩევანი. წყვილმა ცოტა ხნის წინ ქორწინების მეშვიდე წლისთავი აღნიშნა. ისინი ამჟამად ოთხი წლის ბავშვს ზრდიან. ![]() 778 2-ს მოსწონს
|