საზოგადოებრივი "რა გამოხვედი სოსო?" – ჰკითხა უკვე სახელმწიფოს მეთაურს დედამ... "სჯობდა მღვდელი გამხდარიყავი" – უთხრა მას, პასუხის მოსმენის შემდეგ 2023, 9 ოქტომბერი, 8:20 ქალმა ერთადერთი ვაჟი, შეიძლება ითქვას, რომ მარტომ გაზარდა. მისი მეუღლე გამუდმებით სვამდე, ჩხუბობდა და ცოლ–შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. თუმცა, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და ქალი ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა. – ასე ხშირად რატომ მცემდი? – ჰკითხა მოგვიანებით სოსომ კეკეს. გასული საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც რევოლუციურ ბრძოლაში ჩაერთო, სტალინი დედასთან ნაკლებად კონტაქტობდა, ალბათ, მისგან საყვედურების მოსმენა არ უნდოდა... კეკე კი, მწარედ ტიროდა, როდესაც იგებდა, რომ მისი შვილი ისევ ციხეში იყო, ან გადასახლებაში გაგზავნეს. რევოლუციის შემდეგ კი, სტალინი დედას, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სტალინის საქართველოში ხანმოკლე შვებულების დროს ხვდებოდა. თუმცა, მასზე ყოველთვის ზრუნავდა და თვალთახედვის გარედან არ უშვებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის შეეცადა, რომ დედა საუკეთესო პირობებით უზრუნველეყო. მაგ., 1932 წ. მას თბილისში, ვორონცოვის სასახლეში, რომელშიც ადრე მეფის ნაცვალი ცხოვრობდა, მას ბინა გამოეყო, რომელშიც რამდენიმე ოთახი იყო. ვორონცოვის სასახლეში სტალინის ბოლო შეხვედრა დედასთან, 1935 წელს, სწორედ ვორონცოვის სასახლეში შედგა. – რა გამოხვედი სოსო? – ჰკითხა კეკემ მას. სტალინის დედის გარდაცვალების შესახებ, საბჭოთა პრესაში, მისი განკარგულებით, არ გამოცხადებულა. ხოლო, ბელადის დედის დაკრძალვასთან დაკავშირებული, ყველა საზრუნავი ლავრენტი ბერიას დაევალა, რომელიც იმ დროს, საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი იყო. არხის სხვა სიახლეები:* ნაცისტების საიდუმლო ლაბორატორია და ჰიტლერის ექსპერიმენტები* ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი 12 შედევრი* სახალისო კომიქსები, ჩახლართული სიუჟეტებით (13 ფოტო)* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი1078 1-ს მოსწონს
|