ასტროლოგია 6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მინიმალიზმი ყველაზე მეტად მოსწონს 2023, 9 ოქტომბერი, 14:18 ფიქრობთ, რომ მინიმალისტი ხართ? თავს კომფორტულად გრძნობთ, როცა გარშემო ცოტა ნივთია და ისიც მხოლოდ ყველაზე საჭირო? უბრალოდ არ გაქვთ არაფერი ზედმეტი ან უსარგებლო. დაფიქრებულხართ, ახდენს თუ არა გავლენას თქვენს მინიმალისტურ ცხოვრებაზე და ხასიათზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?
ლომი ლომს უყვარს ფულის ხარჯვა, მაგრამ არა საკუთარ თავზე, არამედ საყვარელი ადამიანების საჩუქრებზე. აფასებს ხარისხს, ამიტომ მზადაა ამისთვის ძვირი გადაიხადოს. ფასდაკლებები და გაყიდვები ლომისთვის არაა, შესაბამისად, არ აქვს ბევრი ნივთი, რომელიც სახლში ადგილს უბრალოდ იკავებს.ლომი ზედმეტი ნივთების გარეშე თავს კარგად გრძნობს, ფულს აგროვებს იმის შესაძენად, რაც ნამდვილად უნდა. არ სურს, მისი სახლის მდიდრულმა ინტერიერმა დაჩრდილოს მისი ბრწყინვალე პერსონა, ამიტომ მინიმალიზმისა და მარტივი ხაზებისკენ მიისწრაფვის. ქალწული მინიმალიზმი ქალწულში ნიშნავს სისუფთავეს, წესრიგს და ორგანიზებას უმაღლეს დონეზე. ქალწულს ურჩევნია ჰქონდეს რამდენიმე საყვარელი ნივთი, რომელზეც ადვილად იზრუნებს, ვიდრე ძვირადღირებული ავეჯით სავსე ოთახი.მის ოთახში ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, რაც უფრო ნაკლები ნივთია, მით ადვილია მოწესრიგება. ზოგჯერ ურჩევნია ჰქონდეს რამდენიმე საჭირო ნივთი, ვიდრე სივრცის ყოველი სანტიმეტრი გაავსოს უმნიშვნელო წვრილმანით. მორიელი მინიმალისტია, როცა საქმე მის ცხოვრებაში მყოფ ადამიანებს ეხება. ურჩევნია ჰყავდეს რამდენიმე ახლო მეგობარი, რომელსაც ენდობა, ვიდრე ბევრი ადამიანი, რომელთაც თითქმის არ იცნობს. უყვარს „მეგობრების წმენდა“ სოციალურ ქსელებში და თანაც კარდინალურად. მხოლოდ რჩეულთან ურთიერთობებს. გაურბის კოლეგებსა და უბრალო ნაცნობებს, რადგან არ უყვარს არავის შეშვება ცხოვრებაში. მშვილდოსანი ვინაიდან ყველა მშვილდოსანი ყოველთვის მოძრაობაშია და მუდმივად მოგზაურობს, ახასიათებს ნივთების მინიმუმამდე შემცირება. მას შეუძლია ყველა საჭირო ნივთი ერთ პაკეტში შეაგროვოს.ასევე უყვარს მრავალფუნქციური ნივთები. მაგალითად, ქოქოსის ზეთი შეიძლება გამოიყენოს როგორც სამზარეულოს ზეთი, ასევე დამატენიანებელი კრემი და საპარსი საშუალება. ეს ნიშანი ნივთებს ყოველთვის ახარისხებს, მოძველებულ და უსარგებლო ნივთებს დაუნანებლად იშორებს. მერწყული როგორც წესი, მერწყულს აქვს ნივთების სია (ხელნაწერი ან თავში), რომელსაც აუცილებლად მიიჩნევს. იცის, რა სურს და რა სჭირდება, რომ ნორმალურად იცხოვროს ზედმეტი დახვეწილობის და ფუფუნების გარეშე.ზედმეტ და დრომოჭმულ ნივთებს სწრაფად იშორებს. დიდ ნაგავს არასდროს ტოვებს, 1 საათში შეუძლია საოჯახო ნივთების შეფუთვა. მისი მინიმალიზმი იმაშიც მდგომარეობს, რომ საკმაოდ საზრიანია, პატარა სივრცის ოპტიმალურად გამოყენება შეუძლია. თევზები თევზები ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებით ბანაობს: შეიძლება ძალიან ბევრი რამ ჰქონდეთ ან ასკეტი და უფულო იყოს. მატერიალურ სიკეთეებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას გაურბის, მაგრამ ზოგჯერ ძველ ნივთებს განშორება მაინც უჭირს.ფულთან დამოკიდებულებაში მინიმალისტია. მოკრძალებულია, მაგრამ არა ხარბი და ძუნწი. ეძებს მომგებიან გარიგებას და წინადადებას, რომ იაფად შეიძინოს. ფულისგან მაქსიმალურის მიღება სურს და თუ რამეს ფასდაკლებით ვერ პოულობს, ამ ნივთის გარეშეც მშვიდად იცხოვრებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ყველაზე სასაცილო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2. ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს 3. "ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე" - როგორ გამოიყურება ზოდიაქოს ნიშნები ოთახი და ბინა 4. ყურადღების მოთხოვნა სისხლში აქვთ - 3 ზოდიაქოს ნიშანი დიდი ეგოთი 5. რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 6. ამ 3 ზოდიაქოს ნიშანს შეგიძლიათ ანდოთ ყველა საიდუმლო, არავის ეტყვიან 7. იცით, რომ მორიელი ყველაზე მნიშვნელოვანი ზოდიაქოს ნიშანია? ამას 7 მიზეზი აქვს 8. ყველაზე თავქარიანი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისგან სჯობს თავი შორს დაიჭიროთ და ურთიერთობა შეზღუდოთ 9. ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით, თუ რით ხართ სხვებზე უკეთესი 10. ისინი უბრალოდ შეუღწევადები არიან: 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნეგატიური ენერგეტიკის არეკვლა შეუძლიათ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 43 1-ს მოსწონს |