x
image
Yoona
Mediator image
ამ 3 ზოდიაქოს ნიშანს შეგიძლიათ ანდოთ ყველა საიდუმლო, არავის ეტყვიან
ცხოვრებაში ყველას ჰყავს ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა. იცით, რომ მას ყველაფერი შეგიძლიათ უთხრათ და ამ საიდუმლოს საფლავში წაიღებს. გამოდის, პირველი მასთან გარბიხართ, რომ მორიგი დრამა გაუზიაროთ.


რა თვისება ხდის ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო სანდოს? ეს არის მისი პიროვნება, ეთიკა თუ თქვენს შორის არსებული კავშირი? იქნებ, ვარსკვლავები მიგვანიშნებს, რამდენად შეგვიძლია ამ ადამიანს ვენდოთ?


ასტროლოგები ამბობენ, რომ არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც საიდუმლოს სხვებზე უკეთ ინახავენ. ახლა მათზე გიამბობთ.


სასწორი

image


სასწორი ყოველთვის ნეიტრალეტს იკავებს. გულწრფელობას და სამართლიანობას ძალიან აფასებს, ჭორაობა არ უყვარს. საიდუმლოს შენახვა ყველაზე კარგად იცის.


სამართლიანობის მწვავე გრძნობა კარგ მსმენელად და მესაიდუმლედ აქცევს. ესმის, რომ ადამიანს ზოგჯერ გულის ამოღება სჭირდება და ამისთვის არავის კიცხავს. მაღალი მორალი უფლებას არ აძლევს, რომ სხვისი საიდუმლო ვინმეს გაუმხილოს.


თხის რქა

image

სასწორისგან განსხვავებით თხის რქას ჭორაობა უყვარს. ზოგს ეს მოსწონს, რადგან თხის რქის დახმარებით საქმის კურსშია, ინფორმირებული და ყოველგვარი შეთქმულებისთვის გონებაში კავშირები შექმნილი. სხვები თხის რქას გაურბის, ცხვირს უკმაყოფილოდ იბზუებს.


ვინაიდან, თხის რქა ასეთი ჭორიკანაა, ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი საიდუმლოს შენახვა, რადგან თავადაც არ სურს დაწვა. დიახ, შეუძლია თვალები დრამატულად გადაატრიალოს და თქვას, რომ ისეთი რაღაც გაიგო, მაგრამ მეტს არაფერს იტყვის, როგორც არ უნდა მიუდგეთ და აწამოთ.


თევზები

image

თევზები მეგობრობას ძალიან აფასებს. თუ საიდუმლოს უზიარებთ, მაშინ მეგობრები ხართ. თევზი თავს აარიდებს ყველაფერს, რამაც თქვენს ურთიერთობას საფრთხე შეიძლება შეუქმნას, რადგან არ სურს თქვენი დაკარგვა და ნახვა, როგორ იტანჯებით, განსაკუთრებით, თუ თავად გამოიწვიეთ ეს ტკივილი თქვენი ქმედებებით.


თევზები ძალიან ემპათიურია და კარგი მსმენელი, ბოლოს კარგი რჩევის მოცემაც შეუძლია. მართალია, თევზებთან საუბარში არსებობს რისკი, რომ იმაზე მეტი თქვათ, ვიდრე გეგმავდით. არ იდარდოთ, თევზებს ჩუმად ყოფნა შეუძლია, როგორც შეეფარება მის ზოდიაქოს ნიშანს და ბიოლოგიურ სახეობას.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რომელი მითიური არსება ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2. "ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე" - როგორ გამოიყურება ზოდიაქოს ნიშნები ოთახი და ბინა

3. თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ერთი ამაზრზენი თვისება

4. რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5. 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ

6. რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

7. რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

8. ყველაზე სასაცილო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

9. 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც წარუმატებლობას სხვებზე უფრო მტკივნეულად განიცდის

10. როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
73