ასტროლოგია თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ერთი ამაზრზენი თვისება 2022, 22 აგვისტო, 10:37 იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ამიტომ თითოეულ ნიშანს აქვს თვისება, რომელიც აუტანელს ხდის.
ზოდიაქოს ნიშნები და ამაზრზენი თვისება ვერძი: სხვების მართვის მუდმივი სურვილი ყველაფრის გაკონტროლება უყვარს და მოითხოვს, რომ უსიტყვოდ დაემორჩილონ. კომპრომისებზე არაფრის გაგება სურს, ყოველთვის თავისას აწვება. ვერძის თქმით, ყველა დამნაშავეა ოღონდ არა თვითონ. კურო: მოუქნელობა იმდენად ტლანქია, რომ მყიფე ნივთები ხელში არ უნდა დაიჭიროს. ერთი მოძრაობა და ნამსხვრევებად გადაიქცევა. ოფიციანტ კუროს გაექეცით: აუცილებლად რამეს დააგდებს ან წვნიანის თეფში ძირს დაუვარდება. ტყუპები: ცვალებადობა ამ ნიშანზე ამბობენ, რომ კვირაში შვიდი პარასკევი აქვს. გეგმები მუდმივად ეცვლება. მათი დანაპირების ნდობა არ შეიძლება. უმეტესად სიტყვას არ ასრულებს.კირჩხიბი: დილით უხასიათობა ამ ნიშანთან საუბარი არ დაიწყოთ, თუ ახალი გაღვიძებულია. სადღაც მოუსვლელში გაგიშვებთ. დილით კარგი განწყობაზე არასდროსაა და აზრზე მოსასვლელად რამდენიმე საათი სჭირდება.ლომი: ზედმეტი ცნობისმოყვარეობა საკუთარ თავს აღმერთებს და საკუთარ წარმატებებზე საათობით საუბარი შეუძლია. იმდენად მაღალი თვითშეფასება აქვს, რომ მხოლოდ თავზე გვირგვინი აკლია. ტრაბახით სხვებისგან გამოირჩევა.ქალწული: სკეპტიციზმი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. თვლის, რომ ნებისმიერ სფეროში ექსპერტია, ამიტომ მისი აზრი განხილვას არ ექვემდებარება. თავდაჯერებული ყველაფრის მცოდნეა. ყველგან და ყოველთვის თავისი ინტელექტის წარმოჩენას ცდილობს.სასწორი: მთავარია, სიყვარული შეყვარებულ სასწორს ყველაფერი ავიწყდება. ამით მეგობრები იტანჯებიან. ისინი მეორხარისხოვანი ხდებიან. საკმარისია, სიყვარულში იმედები გაუცრუვდეს, რომ მეგობრები მაშინვე გაახსენდება.მორიელი: მუშაობას ვერ იტანს მორიელი მაშინვე ქრება, როცა რთული სამუშაოს შესრულება უწევს. რჩევების გაცემა უყვარს, მაგრამ ძალისხმევის გაღებას ვერ იტანს. მუშაობა რომც აიძულოთ, უბრალოდ თავს მოგაჩვენებთ, რომ რამეს აკეთებს. სინამდვილეში, ხელს უფრო შეგიშლით.მშვილდოსანი: უსუფთაობა ვერ ვიტყვით, რომ იშვიათად იბანს და ფრჩხილებს არ იჭრის. ჰიგიენის მხრივ ყველაფერი რიგზეა. საქმე იმაშია, რომ ერთი კვერცხის შესაწვავად მთელი ჭურჭელი შეიძლება გამოიყენოს, ყველაფერს მიმოსვრის და არაფერს დაალაგებს.თხის რქა: სიხარბე იმდენად ხარბია, რომ თითოეულ თეთრს ითვლის. იმედი არ გქონდეთ, რომ რესტორანში ანგარიშს გადაიხდის. პირიქით, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ საფულე სახლში დარჩა.მერწყული: ეჭვიანობა არავის ენდობა და ყოველთვის ეძებს იმას, რაზეც შარის მოდებას შეძლებს. ხალხის გაცნობა აშინებს. მისი თქმით, ყველას მისი გამოყენება სურს.თევზები: გაფანტულობა ყოველთვის რაღაცას კარგავს ან ავიწყდება. მის სახლში ხშირად უწესრიგობა სუფევს. თუ ნივთს თავის ადგილზე არ დადებს, მოგვიანებით მის პოვნაში დიდ დროს დახარჯავს.ასევე დაგაინტერესებთ: 1. დაუნდობლად გულწრფელი: ვერძი და კიდევ 2 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ 2. ყველაფერი კუროს შესახებ: საინტერესო ფაქტები და განსაკუთრებული თვისებები 3. რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს? 4. გამოიცანით ყველაზე ძუნწი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 5. 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც იუმორის გრძნობა არ აქვთ 6. რომელი სიტყვა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 522 შეფასება არ არის |