ასტროლოგია რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს? 2018, 19 დეკემბერი, 18:14
როცა რომელიმე ადამიანთან ურთიერთობას იწყებთ, ცდილობთ, მას უკეთ გაუგოთ. გაიგოთ, თუ რა უყვარს, რას ვერ იტანს, რა აბედნიერებს და შთააგონებს. ასევე იმის ცოდნაც გსურთ, თუ რა სძულს, რა აბრაზებს ან რა აყენებს უხერხულობაში. ასტროლოგია შესანიშნავი მეთოდია, რომელიც მსგავსი ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ. მოდით, ერთად გავარკვიოთ, თუ რა უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს.
ვერძი
ვერძს გაუბედავი ადამიანები წყობილებიდან გამოჰყავს. თავად, როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებას იმპულსურად ღებულობს, სწორედ ამიტომ არ შეუძლია იმის გაცნობიერება, შიშს მოქმედებაში ხელის შეშლა როგორ შეუძლია. მათ არ ესმით ადამიანების, რომლებიც რისკზე არ მიდიან და მოსაწყენ რუტინას ანიჭებენ უპირატესობას. ვერძს რაღაც ახლის გაკეთება უყვარს, არასტანდარტული ინტერესები აქვს და თავიანთ ცხოვრებაში მოწყენილობას არ დაუშვებენ.
კურო კუროს ნერვებს უშლის ადამიანები, რომლებიც ძალიან სწრაფად ნებდებიან. რა აზრი აქვს უბადრუკ მცდელობას, თუ მაინც დანებებას აპირებთ? კურო ჯიუტი არსებაა, ამიტომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის და მოწინააღმდეგისგან იმავეს ელოდება. თუ ვინე ნებდება, თუნდაც ასე კურო გამარჯვებული გამოვიდეს, გამარჯვება მას სრულ კმაყოფილებას ვერ მოუტანს. ტყუპები ტყუპებს არ ესმით მოუქნელი ადამიანების, რომლებიც ყველაფერს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. ამ ნიშნისთვის იუმორის გრძნობა და ადაპტაცია არის დამახასიათებელი. ის დარწმუნებულია, რომ თუ თქვენ მოულოდნელობისა და სპონტანური მოქმედებისთვის მზად იქნებით, წარმატებას და დიდებას ადვილად მიაღწევთ. კირჩხიბი კირჩხიბი ვერ იტანს ადამიანს, რომლისთვის უცხო არის რომანტიკა და სიყვარულსა და მსგავსი ურთიერთობისთვის არ მიისწრაფვის. მათ ასევე არ ესმით ადამიანების, რომლებიც გრძნობებს არ ამჟღავნებენ და სხვების გრძნობებსა და ემოციებს უგულებელყოფენ. ადამიანის გულგრილობა და თანაგრძნობის არარსებობა მგრძნობიარე კირჩხიბს დაგაშორებთ. ლომი ლომს არ ესმის იმ ადამიანის, ვისაც საკუთარი თავის და სხვების დაცვა არ შეუძლია. ისინი მშიშარა და ძალიან ფრთხილ ადამიანებს, რომელთაც რისკზე წასვლა არ უყვართ, არ ღებულობენ. გარდა ამისა, ლომი თავიდან იშორებს დაუდევარ ადამიანებს, რომლებიც გარეგნობაზე არ ზრუნავენ და თავს არ უვლიან. ქალწული ქალწული წყობილებიდან გამოჰყავს იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლის და ცოდნის მიღების მიმართ გულგრილნი არიან. ვერ იტანენ უპასუხისმგებლო, არასერიოზულ ადამიანებს. ინფანტილურობა ქალწულის თვალში - რთული მანკია. სასწორი სასწორი ცდილობს თავი შორს დაიჭიროს იმ ადამიანისგან, რომელსაც უყვარს კონფრონტაცია და კამათისა და კონფლიქტისთვის ყოველთვის საბაბს ეძებს. ნებისმიერი უთანხმოება და დაპირისპირება ამ ნიშნის გაღიზიანებას იწვევს. ზოგჯერ სასწორი თავს უხერხულად გრძნობს ძალიან აქტიურ ხალხთან, რომლებიც გაუჩერებლად საკუთარ თავზე საუბრობენ. მორიელი მორიელი ცხოვრებიდან მატყუარებს გამორიცხავს! გარდა ამისა, მათ არ ესმით უგრძნობი ადამიანების, რომელთაც გარშემომყოფების აზრი არ აინტერესებთ, ასევე ადამიანების, რომელთაც ცხოვრებაში მიზანი არ აქვთ. რადგან მორიელი ძალიან სექსუალური ნიშანია, ის ცივ და უემოციო პიროვნებას არ მიესალმება. მშვილდოსანი მშვილდოსანი უარს ამბობს სახლში ჯდომის მოყვარულების გაგებაზე, რომელთათვის უცხოა ცნობისმოყვარეობა და მოგზაურობის სურვილი. სამყარო დიდი და საინტერესო ადგილია. და მშვილდოსანს მასში ბევრი ნათელი და მეგობრული ადამიანის დანახვა სურს. მშვილდოსანი წარმოუდგენლად დამოუკიდებელი არის. სწორედ ამიტომ, მათ არ უყვართ თავმომაბეზრებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მასზე როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად დამოკიდებულნი გახდნენ. თხის რქა თხის რქა ვერ იტანს ზარმაც ადამიანებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად საკუთარ მოვალეობას და და პასუხისმგებლობასაც არ ასრულებს. არ ესმით ადამიანების, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ფინანსები აინტერესებთ. თხის რქა საიმედო ნიშანია, ამიტომ არ აფასებენ მათ, ვინც პირობას არ ასრულებს და ბანალური დისციპლინის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. მერწყული როცა ვინმეს ემოციური კრიზისი აქვს, ეს მერწყულს უხერხულობაში აგდებს, რადგან არ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს. სიმართლე ისაა, რომ მისი პირადი ემოცია მას თავად აშინებს. მერწყული შემოქმედებითი და ინტელექტუალური მოაზროვნეა, ამიტომ არ ესმით ადამიანების, რომლებიც ჩარჩოებში მოქცეულნი არიან და ყოველთვის წესებს იცავენ. თევზები თევზებს მკაცრი, ხარბი და ეგოისტი ადამიანები, რომლებიც სხვებს არ ეხმარებიან, აშინებთ. თუ მათ არ ესმით ადამიანების, რომელთაც შემოქმედებითი ფანტაზია არ აქვთ. ვერ უგებენ მათ, ვინც თვალთმაქცობს და გარშემომყოფების მიმართ გულგრილია. თევზისთვის სიკეთე და თანაგრძნობა - კარგი ადამიანის მთავარი დამახასიათებელი თვისებებია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ 2. 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით 3. რა ელით ქალებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით 4. რა ელით კაცებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 5. რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ 2019 წელს? 6. ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი 7. გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს 8. 10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს 9. 2019 წელი - ღორის წელი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 10. ფენ-შუი ჰოროსკოპი - სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს?
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1370 1-ს მოსწონს
|