x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1980-იან წლების უიშვიათესი და საკმაოდ მახინჯი ელექტრომობილი 40 000 დოლარად იყიდება
image

გასაყიდად გამოიტანეს უჩვეულო და თითქმის უცნობი ელექტრომობილი Electrek Uncar, რომელიც გამოვიდა 1980 წელს და ისიც მხოლოდ 50 ცალი . გამყიდველის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ სამი მანქანიდან, რომელიც დღემდე ნორმალურ მდგომაროებაში შემორჩა. რარიტეტულ ავტომობილში პატრონი 40 000 დოლარს ითხოვს, ანუ მიახლოებით 107 ათას ლარს.



Electrek Uncar შეიქმნა Unique Mobility-ი 1970-იანი წლების ბოლოს, როგორც საწვავის კრიზისთან ბრძოლის საშუალება. ელექტრომობილი დაფუძნებული იყო სივრცით ჩარჩოზე და ძარის მინაპლასტიკურ პანელებზე;

image


მისთვის მექანიკური კომპონენტები, როგორც ამბობენ, მისახლ-მისხალ შეირჩა. მაგალითად, შასის ნაწილები ნასესხები იყო Volkswagen Fox-ისგან, მთელი რიგი სხვა სათადარიგო ნაწილები იმდროინდელი Chevrolet-ისგან, გამათბობლის ნაცვლად მათ გამოიყენეს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო თმის საშრობი. მანქანაში ჩამონტაჟებული იყო General Electric -ის 32 ცხენის ძალიანი ძრავა, 4 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით და იკვებებოდა ექვსი ტყვიის მჟავა ბატარეით. ისინი ჩამალული იყვნენ მასიურ ჩარჩოში. იდეალურ სიტუაციაში Electrek Uncar-ს შეეძლო 160 კილომეტრის გავლა დატენვის გარეშე. უჩვეულო ელექტრომობილის ავტორებს იმედი ჰქონდათ ბაზრის წარმატებაზე, რადგან მათ ერთდროულად შეიმუშავეს ორი მოდიფიკაცია: ოთხ ადგილიანი სამგზავრო და კომერციული ფურგონის მსგავსი ცარიელი პანელებით კორპუსის უკანა ნაწილში.

image

თუმცა, საწვავის კრიზისი არ გაგრძელებულა ისე დიდხანს, როგორც მწარმოებლები მოელონენა და საბოლოოდ მათ მოახერხეს, სხვადასხვა შეფასებით, 35-დან 50-მდე ეგზემპლარის დამზადება -გაყიდვა.

image

გასაყიდად გამოტანილი Uncar-ის მფლობელი ამტკიცებს, რომ დღემდე მხოლოდ 13 მანქანაა შემორჩენილი. მათგან მხოლოდ სამს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ხოლო ორიგინალურ ვერსიასთან ყველაზე ახლოს არის ის, რომელსაც თავად ყიდის 40 000 დოლარად.

image

შესაძლოა, ეს განპირობებულია ეგზემპლარის ბიოგრაფიით: თავდაპირველად აწყობის შემდეგ გამოიყენებოდა როგორც საჩვენებელი მანქანა, შემდეგ როგორც მანქანა ყოველდღიურად სამოძრაოდ და როდესაც სტანდარტული ბატარეები სრულიად გამოუსადეგარი გახდა, იგი დააყენეს ავტოფარეხში, სადაც თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იდგა. ამჟამინდელმა მფლობელმა შეცვალა ბატარეები ახლით, მაგრამ მყიდველს კვლავ მოუწევს დიდი შრომა, რათა გამოასწოროს რიგი მცირე დეფექტები.

0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0