შოუბიზნესი ,,თავად რეცხავდნენ, აბაზანას და უნიტაზს წმენდნენ"- არნოლდ შვარცნეგერის აღზრდის მეთოდები შვილებთან 2023, 3 ოქტომბერი, 16:29
მსახიობს ოთხი ზრდასრული შვილი ჰყავს - ქეთრინი, კრისტინა, პატრიკი და კრისტოფერი ყოფილ მეუღლესთან მარია შრაივერთან შეეძინა. მას ასევე ჰყავს უკანონო ვაჟი, ჯოზეფ ბაენა, რომელიც თავისი სახლის ყოფილი მოახლისგან ჰყავდა. ვაჟის არსებობას მსახიობი წლების განმავლობაში მალავდა, ხოლო როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა, ოჯახიც დაენგრა. მისი თქმით, მის შვილებს, ალბათ, ახსოვთ ის დრო, როდესაც პატრიკმა ძიძას სთხოვა საწოლის გასწორება.
"ერთ დღეს შევედი და საწოლი ისე მშვენივრად იყო გაწყობილი, რომ შევხედე მას და ვუთხარი: "პატრიკ, ეს შენ გააკეთე?" მან თქვა: "არა, მე ვერ მოვახერხე." მატრასი ავიღე, კარი გავაღე და აივნიდან აუზში მოვისროლე“. პატრიკს ასევე თავადვე მოუწია წყლიდან მისი ბალიშის და საბნის ამოღება.
მსგავსი შემთხვევა მოხდა ქალიშვილ კეტრინთან, რომელმაც ორჯერ არ დააბრუნა ფეხსაცმელი თავის ადგილზე. გაბრაზებულმა მსახიობმა გოგონას ფეხსაცმელი ბუხარში გადააგდო. ”ასე აღვზარდე ჩემი შვილები”, - თქვა მან. არნოლდ შვარცენეგერი დაქორწინდა მარია შრაივერზე, 1986 წელს (ცნობისთვის, ის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის დისშვილია), მათი პირველი შეხვედრიდან თითქმის ცხრა წლის შემდეგ. ისინი 2011 წელს დაშორდნენ, მაგრამ განქორწინება ოფიციალურად მხოლოდ 2021 წელს დასრულდა.
მათი 25-წლიანი ქორწინება დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მსახიობს მოახლესთან მილდრედ ბაენასთან უკანონო ვაჟი შეეძინა. ბიჭი დაიბადა 1997 წლის 2 ოქტომბერს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მარია შრაივერმა გააჩინა მისი და შვარცენეგერის მეოთხე შვილი, ვაჟი კრისტოფერი.
153 1-ს მოსწონს
|