x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრიტნი სპირსის მამა შვილის მეურვეობაზე უარის სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვს

image
რამდენიე კვირის წინ, ცნობილი მომღერლის, ბრიტნი სპირსის მამამ ჯეიმი სპირსმა განაცხადა, რომ მზად იყო მეურვის პოსტი დაეტოვებინა როდესაც დრო მოვიდოდა, ახლა კი სხვა მოთხოვნებიც წამოაყენა. კერძოდ კი შვილის “გათავისუფლების" სანაცვლოდ 2 000 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მამაკაცის იურისტების თქმით, ეს თანხა საჭიროა კომპანია Tri Star ისთვის და ასევე ადვოკატების ვალის დასაფარად.

ორშაბათს ბრიტნის ადვოკატმა, მეთიუ როზენჰარტმა სასამართლოში განცხადება შეიტანა ჯეიმის მეურვეობისგან დაუყოვნებლივი მოხსნის შესახებ:

“ჯეიმი სპირსმა ახლა უნდა დატოვოს თავისი პოსტი და არა მაშინ, როდესაც ძალით დაატოვებინებენ. ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი და მოწესრიგებული საქციელი. ბრიტნი სპირსი მამის მხრიდან აღარ იქნება დამცირებული. თანხის გამოძალვაც გამორიცხულია. მისტერ სპირსს ასევე არ აქვს უფლება შვილი “მძევლად" ჰყავდეს და მეურვეობაზე უარის სათქმელად საკუთარ პირობებს აყენებდეს. საქმე მას კი არა მისი შვილის ინტერესებს ეხება."image
ბრიტნის ადვოკატმა ასევე ჯეიმი სპირსის იურისტები გააკრიტინა იმ განცხადების გამო, თითქოს მამას მხოლოდ შვილის დაცვა სურდა და ყველაფერი მისდამი სიყვარულის გამო ჩაიდინა. როზენჰარტმა ისიც დაამატა, რომ ჯეიმი სპირსის ძირითადი მოტივი მხოლოდ ფულის მიღებაა და არა მისი კეთილდღეობა.image




0
215
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0