სხვა და-ძმებთან ჩხუბი უფრო წარმატებულს გვხდის ცხოვრებაში – კვლევა 2023, 2 ოქტომბერი, 17:24 კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ და-ძმებს შორის ჩხუბი და კამათი (რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში) ადამიანებს ეხმარება გახდნენ უფრო წარმატებულები ცხოვრებაში.
1. კვლევა გაგრძელდა 5 წელი. ამ დროის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ ორიდან ექვს წლამდე ასაკის 120 ბავშვის კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას. 2. დაფიქსირდა, რომ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ და–ძმებთან ჩხუბობენ და მათთან ურთიერთობას სწავლობენ, მომავალში უკეთესი სოციალური უნარ-ჩვევები აქვთ. 3. გამოდის, პატარა ჩხუბი და კამათი ახალგაზრდა სხეულის განვითარებისთვის სასარგებლოა. 4. დოქტორი კლერ ჰიუზი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ოჯახის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, აცხადებს შემდეგს: „რა თქმა უნდა, ნამდვილად არ მინდა ვთქვა, რომ თქვენი შვილებისთვის კარგია ერთმანეთის სიძულვილი, მაგრამ ასეა. რაც უფრო მებრძოლები არიან და-ძმები, მით უფრო უკეთ სწავლობენ კომუნიკაციის რთულ გაკვეთილებს, ერკვევიან ადამიანური ურთიერთობების სირთულეებში. ერთმანეთის გაღიზიანებით სწავლობენ საკუთარი ემოციების რეგულირებას და გარშემომყოფების ემოციებზე ზემოქმედებას“.5. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გონივრულ ფარგლებში უნდა იყოს. 6. დოქტორი კლერ ჰიუზი ამატებს, რომ თუ და–ძმების კამათი კონტროლს არ ექვემდებარება, ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან უარყოფითი გავლენა, ამიტომ ბავშვების ურთიერთქმედებას მონიტორინგი სჭირდება. ჩხუბობდით თქვენს და–ძმასთან ბავშვობაში? რას ფიქრობთ ამ კვლევაზე?ასევე დაგაინტერესებთ: 1. დის არსებობა ბავშვს ნაკლებად დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი 2. ბებიები, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავენ, 20 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ - კვლევის შედეგები 3. როგორი აღზრდა სჭირდება ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 4. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა 5. დედასთან რაც უფრო მეტ დროს ატარებთ, მით უფრო დიდხანს ცხოვრობს 6. ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა 7. დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები 8. ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ 9. მეცნიერების ბოლო მონაცემები: ბოტოქსს იმპოტენციის დროს დახმარება შეუძლია 10. ფუმფულა ქალები ქორწინებას ბედნიერს ხდიან და ამას მეცნიერება ამტკიცებს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 45 შეფასება არ არის |