x
image
Fieramente
უბრალო ბიჭი, რომელსაც საოცარად გულწრფელი ღიმილი ჰქონდა.
image28 წლის იყო, როდესაც მძიმე დეპრესიის ნიადაგზე
ანტიდეპრესანტებისა და საძილე საშუალებების დალევა დაიწყო. მეუღლესთან დაშორების გამო შვილს საერთოდ ვეღარ ნახულობდა
და ძალიან განიცდიდა, რადგანაც სიგიჟემდე უყვარდა პატარა მატილდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰიტ ლედჯერმა აღნიშნა: "მატილდა არაჩვეულებრივი ბავშვია. მე და მიშელს ის ყველაზე მეტად გვიყვარს. თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ და სიკვდილის აღარ მეშინია, რადგან ვიცი რომ მატილდაში მუდამ ვიცოცხლებ..."
მატილდა საოცრად ჰგავს მამას. მიშელ უილიამსი ( ჰიტ ლედჯერის მეუღლე) ხშირად აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით რთულია მისთვის ჰიტის გარეშე ცხოვრება, რადგანაც საკმარისია
მატილდას შეხედოს, რომ მაშინვე ჰიტი ახსენდება, იმდენად ჰგავს ბავშვი მამას.


imageimage
















ჰიტ ლედჯერი მართლაც უნიჭიერესი ადამიანი იყო და ამის დამტკიცება მან ხალმოკლე ცხოვრებითაც მოახერხა. მაშინ როდესაც უამრავმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ცხოვრების მეორე ნახევარში მოიპოვა პირველი ოსკარი, ჰიტი 28 წლის ასაკში ორჯერ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე და ერთი ოსკარითაც დააჯილდოვეს.

ჰიტ ლედჯერი 2008 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.
კინოს მოყვარულები მადლიერები არიან ჰიტ ლედჯერის მიერ შესრულებული არაერთი დაუვიწყარი როლის გამო. იგი მუდამ ემახსოვრება ხალხს და მის მეგობრებს, როგორც ნიჭიერი მსახიობი, კეთილი ადამიანი, რომელიც ჰოლივუდში ყველას
უყვარდა და როგორც ერთი უბრალო ბიჭი, რომელსაც ყველასგან გამორჩეული და საოცრად გულწრფელი ღიმილი ჰქონდა.


imageimageimageimage
















































































































ჰიტ ლედჯერის რამოდენიმე გამონათქვამი:

"ფული არასდროს მქონია და მის გარეშე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. როდესაც მოვკვდები ჩემს ფულს თან ვერ
წავიღებ, ჩემი ფილმები კი სიცოცხლეს განაგრძობენ იმ ადამინებისთვის ვინც განსჯის ჩემს
პიროვნებას. უბრალოდ მინდა მხიარული დავრჩე."

"მიშელი ჩემი სულია და ერთმანეთი ყველაზე მეტად გვიყვარს. ამაზე მეტად სიყვარული შეუძლებელია..." image


"მიყვარს იმის კეთება რისიც მეშინია..."

"სამეგობროდ უპირატესობას ხნიერ ქალებს ვანიჭებ. მათთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა, რადგან ისინი ახალგაზრდა
გოგოების მსგავსად არ ცდილობენ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც დიდი ასაკის ქალები. ისინი ცდილობენ გამოიყურებოდნენ როგორც ახალგაზრდები".

"მე ჯერ კიდევ 6 წლის ბავშვი ვარ".



image

10
271
7-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
271
  
2012, 9 ოქტომბერი, 22:11
+1111111111111111111111111111111111111+
2012, 8 ოქტომბერი, 13:21
მეც ძალიან მიყვარდა ეს მსახიობები და მის ფილმებზე ხო ლაპარკიც ზედმეტია მარა ერთი ის ვერ გავიგე რატომ მოკვდა
2012, 8 ოქტომბერი, 9:33
კომენტარში დატოვე,რატომაა ბანალური?მე ფილმები მაქვს ნანახი მაგრამ სამწუხაროდ სათAურები არ მახსოვს,რომ ვიცოდე ხელახლა გადავხედავდი
2012, 7 ოქტომბერი, 23:31
ბანალურობას მოვერიდე ;)
2012, 7 ოქტომბერი, 23:10
კარგი იქნებოდა რამოდენიმე ისი ფილმი დაგესახელებინა
2012, 7 ოქტომბერი, 23:08
მეც ძალიან. =( ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ-ხოლმე უკვე ზეპირად ნასწავლ მის ფილმებს. =)
2012, 7 ოქტომბერი, 23:07
გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა. =) ძალიან დამწყდა გული ამ მსახიობის გამო, რადგანაც შესაძლებლობა ჰქონდა მრავალმხრივად გამოევლინა თავისი ნიჭი. =(
2012, 7 ოქტომბერი, 22:59
დამენანა
2012, 7 ოქტომბერი, 22:51
მაგარი სტატიააა საღოლ +1 :)))

შესაძლებლობა რომ მქონდეს 100 ლაიქს დავწერდი...

რაც შეეხება ლეჯერს...უძლიერესი მსახიობი იყო...ერთ-ერთი საუკეთესო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10