x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის დამახასიათებელი დაავადებები
imageვერძი

21.03-20.04

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების კლასიკური დაავადებები დაკავშირებულია თავის არესთან. მათთვის დამახასიათებელია შაკიკი, ნევრალგია, ნევრული სტრესები, უძილეობა, ჰიპერტონია, გააჩნიათ შედარებით სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა. ამიტომ, შეიმჩნევა მიდრეკილება მოტეხილობისა და დამწვრობისაკენ. დაავადებები როგორც წესი, ხანმოკლეა, თუმცა ძლიერი ციებ-ცხელებით აღინიშნება.

კურო


21.04-20.07

ხშირია ყელ-ყურ ცხვირთან, ენდოკრინულ სისტემასთან და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები, ასევე ჰაიმორიტი, და ზედა სასუნთქი გზების სისტემის დაავადებები, კუნთების დაჭიმვა... უსისტემო კვების შედეგად, მათ უჩნდებათ გარკვეული სირთულეები წონასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ზღუდავს გულის სწორ ფუნქციონირებას.

ტყუპები

21.05- 21.06

დამახასიათებელია ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები. ბრონქიტი, ასთმა, სხვადასხვა სახის ნერვული დეპრესია, ენის ბორძიკი, ხელების სხვადასხვა დაადება, უძილობა, თავის ტკივილი... ისინი მძაფრად რეაგირებენ სისხლის დაავადებებზე. ხშირია სეფსისის შემთხვევებიც, მათ დიდხანს არ უხორცდებათ ჭრილობები.

კირჩხიბი

22.06-22.07

ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია უპირველესად, კუჭთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა სახის შეშუპება, ფსიქოსომატური დარღვევები. მაგალითად, ფილტვების დაავადებისას, ხშირად შეიმჩნევა მანიისა და აგზნებადობის ფსიქო-სომატური სინდრომი. ღვიძლის დაავადებისას -ხშირად უჩნდებათ აზრები თვითმკვლელობაზე... ახასიათებთ აზრის აკვიატება, რის გამოც ძალუძთ გაიჩინონ დაავადება, გადამეტებული ფანტაზიის, შიშისა და არასტრაბილური ფსიქიკის მეოხებით.

ლომი

23.07-22.08

დამახასიათებელია გულისა და მკერდის არესთან დაკავშირებული დაავადებები, სტენოკარდია, ინფაქტები აორტის ანევრიზმა. სისხლძარღვოვანი დაავადებები, ჰიპერტონია, ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული ტრამვები და დაავადებები.

ქალწული

23.08-22.09

დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები. ჩირქოვანი აპენდიციტი, პერიტონიტი. მუცლის ღრუსთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებები. წარმატება პროფესიულ საქმიანობაში პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მათი დაავადებების წარმოქმნასთან. რასაც ხელს უწყობს მეტად ლაბირული ფსიქიკა.

სასწორი

23.09-22.10

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დაავადებები დაკავშირებულია თირკმელებთან და შარდ-სასქესო სისტემასთან. ხშირია რადიკულიტი, ურემია, ნეფრიტი, აგრეთვე ნერვულ სტრესებთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული სხვა და სხვა დაავადებები.

მორიელი

23.10-22.11

დამახასიათებელ დაავადებებს წარმოადგენს: ბუასილი, სწორი ნაწლავის დაავადებები, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირეული ინფექციური დაავადებები. ხშირია ენდოკრინული სისტემისა და საკვების ასიმილაციის დარღვევა.

მშვილდოსანი

23.11-22.11

ხშირად ავადმყოფობენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებით გამოწვეული დაავადებებით. ხშირია მყესების გაწყვეტით გამოწვეული ტრამვები, ძვლის მოტეხიილობა, რევმატიზმი, რადიკულიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული დაავადებები და შინაგანი სისხლდენები.

თხის რქა

22.12-19.01

მათ წუხებთ ძვლოვან სისტემასთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები. ოსტეოქონდროზი, მარილთა დაგროვება და ნივთიერებათა ცვლის დაღვევა. სახსრების ანთება, სისუსტის შეგრძნება სიარულისას, კანის დაავადებები.

მერწყული

20.01-18.02

ამ ნიშნის ადამიანისათვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ართრიტი, სისხლის დაავადებები თვალებთან დაკავშირებული დაავადებები, ტვინისა და გონების ზედმეტი, ინტენსიური მოქმედებისა და გადაღლის გამო, ესაჭიროებათ ხშირი ძილი

თევზები

19.02-20.03

მათთვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ანემია წამლების მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, კანსი ავადმყოფობა ეგზემა, ფსორიაზი, ასევე, ფეხებთან დაკავშირებული სხვა დასხვა დაავადება.

astrologia

5
2245
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
2245
  
2015, 31 იანვარი, 18:55
აუუუუუ დაღუპული ვააარ : D
2013, 1 იანვარი, 23:39
ჩემი სუსტი წერტილი თირკმელია
2013, 1 იანვარი, 22:44
მეც ქალწული ვარ და ჩემზე პირადად მართლა დაემთხვა, სუსტი წერტილი კუჭია. შენზე არ ვიცი :))
2013, 1 იანვარი, 16:15
უიმე საერთოდ არ დაემთხვა ქალწულებზე...
2012, 11 აპრილი, 18:56
თევზებისთვის რამე რომ დაგემატებინათ არ შეგეძლოთ მეტი?:D
0 1 5