შოუბიზნესი მათ გვერდით გაღვიძებაზე ბევრი ოცნებობს: ახლა კი „ცხელი“ მსახიობების ცოლებს შეხედეთ 2023, 28 სექტემბერი, 11:03
ცნობილი ადამიანების ცხოვრება საზოგადოების ცხოველ ინტერესს ყოველთვის იწვევდა, განსაკუთრებით კი, მათი პირადი ურთიერთობები. აგერ, უკვე მრავალი წელია, რაც ეს ნიჭიერი, სიმპათიური მამაკაცები არა მხოლოდ თავიანთი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით გვატყვევებენ, არამედ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გულებსაც იმავე წარმატებით იპყრობენ. ჩვენი დღევანდელი სტატია მრავალფეროვან წყვილებს მოიცავს, სადაც მსახიობის თითოეული მეუღლე საკუთარ პარტნიორს განსაკუთრებულ ხიბლსა და თანადგომას მატებს. ეს ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავიანთი რჩეულების ცხოვრებასა და კარიერაში. მოდით, გავიგოთ უფრო მეტი ამ საოცარი ქალების ცხოვრებისა და სტილის შესახებ, რომლებიც ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცების გვერდით უკვე წლებია დგანან.
ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი სასურველ სასიძოდ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის იპყრობდა საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას და ბევრიც მოუთმენლად ელოდა როდის იპოვიდა ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იმ იღბლიან ერთადერთს, და აი, ბედმა ის წარმოშობით ლიბანელ, ბრიტანელ ნიჭიერ ადვოკატთან ამალ ალამუდინთან მიიყვანა. მათი გაცნობა ოჯახის შექმნით დასრულდა, სამი წლის შემდეგ კი წყვილს ტყუპებიც შეეძინა, რომლებიც მოსიყვარულე მეუღლეებისთვის ბედნიერებისა და ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცნენ. ეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე პრეტენზიულ, სასურველ სასიძოებსაც კი შეუძლიათ იპოვონ ნამდვილი სიყვარული და შექმნან ძლიერი ოჯახი.
ეთან ჰოუკი და რაიან შოჰიუზი
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ეთან ჰოუკი თავისი შვილების ძიძაზე დაქორწინდა. მან და მისმა პირველმა მეუღლემ, უმა თურმანმა 3 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს და განქორწინებაზე განცხადება 2005 წელს შეიტანეს. ეთანმა მალევე საკუთარი ბედნიერება თავისი ახლანდელი რჩეულის სახით იპოვა, რომელიც მათ საერთო ქალიშვილებზე დიდი სიყვარულით და მონდომებით ზრუნავს.
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ტაშა მაკოლი
ტაშა წარმატებული მენეჯერია, რომელმაც თავისი მეორე ნახევარი, ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სახით იპოვა და 2014 წელს მასზე დაქორწინდა. მეუღლეები მშვიდ და განმარტოებულ ცხოვრებას ამჯობინებენ და სოციალურ ქსელებშიც ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა წყვილი პირადი ცხოვრების ამსახველ მხიარულ მომენტებსაც არ მალავს, ისინი ორჯერ გახდნენ მშობლები, რამაც მათ ზღვა სიხარული და ულევი ბედნიერება მოუტანა.
ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი
ავსტრალიელი კინოვარსკვლავი ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი - ჰოლივუდში განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან მათი ქორწინება აგერ უკვე 25 წელია გრძელდება. დებორა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ წარმატებული პროდიუსერიც გახლავთ, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტ სიღრმესა და მრავალფეროვნებას ანიჭებს. 13 წლინი ასაკობრივი სხვაობა წყვილის ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს, ისინი ბედნიერებას ერთად პოულობენ და ერთმანეთს ყოველდღიურად განსაკუთრებულ ყურადღებასა და მხარდაჭერას ჩუქნიან.
მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი
მეთიუ მაკკონაჰისა და კამილა ალვესის წყვილი - ნამდვილი სიყვარულისა და სტერეოტიპების გადალახვის მაგალითია. ისინი 2012 წლიდან თავიანთი ერთიანობისა და ბედნიერების დემონსტრირებას დღემდე ახდენენ. მსახიობის რჩეული, ბრაზილიელი მოდელი, კამილა სელებრითის თაყვანისმცემლების გარკვეული უარყოფითი კომენტარების მიუხედავად მისი მეუღლე მაინც გახდა. სილამაზე ხომ პირობითი ცნებაა, ჰოდა მეთიუსთვისაც სწორედ კამილა იქცა იდეალურ ქალად.
|