საზოგადოება თბილისში მუშებმა ძველი სახლის სარდაფში 22 კილო ოქრო იპოვეს 2023, 25 სექტემბერი, 15:26 ჟურნალისტი ნანა სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში დასანგრევად გამზადებულ ძველი სახლის სარდაფში, რომელიც ორმა მუშამ პატრონის ნებართვით გააღო, იპოვა 22 კილოგრამი ოქრო. ჟურნალისტის მტკიცებით, ინფორმაცია უტყუარია და მისამართიც კი იცის სად მოხდა ეს ამბავი. "22 კგ ოქრო რომ გაქვს სარდაფში და რომ გეზარება. თბილისში ერთ-ერთ ქუჩაში, ძველი კერძო ტიპის სახლი დაინგრა, ახალი უნდა აშენებულიყო. ადგილზე ორი მუშა მუშაობდა. ქვედა სართულს რომ მიადგნენ, პატრონს დაურეკეს, ჩაკეტილია და რა ვქნათო. პატრონს, მამრს დაეზარა ერთი ადგილის აწევა და რაც გინდათ ის ქენითო. ხოდა ეს მუშები მიადგნენ და იპოვეს 22 კილო ოქრო. 22 კილო ოქრო ხალხო. წაუღიათ ეს ოქრო, ჩაუბარებიათ. შეხვდა თითოს 250 ათასი. (აბა გაყიდვის შანსი არ იყო, კი ხვდებით) და კი დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, ნუ ჯერ. ხო, პატრონს ისევ ეზარება ალბათ. მაგის დათვლაც დაეზარებოდა. (ამბავი ნამდვილია. ჩაზუსტებული) სახლიც კი ვიცი რომელია“, - წერს ნინო სტურუა. 638 3-ს მოსწონს
|