საზოგადოება ერნესტ ჰემინგუეის გენიალური მოთხრობა ერთი წინადადებით 2023, 24 სექტემბერი, 17:20 ![]()
ერთხელ ერნესტ ჰემინგუიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან მოკლე მოთხრობის დაწერას ზუსტად 6 სიტყვით, რომელიც ნებისმიერს ააღელვებდა. გენიალურმა მწერალმა სანაძლეო მოიგო ერთი წინადადებით:
“იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, ჩაუცმელი.” (For Sale: baby shoes, never worn) . მას შემდეგ ჰემინგუეის ამ ამბის შთაგონებით დაწერილი მოკლე ისტორიები, 6 ან ნაკლები სიტყვით მკითხველს აოცებს: “ნომერი შეგეშალათ”, - უპასუხა ნაცნობმა ხმამ. ეს ჩვენი ოქროს ქორწილია.სუფრა ერთზეა. სახლში ვარდები მივიტანე.გასაღები აღარ მოერგო. დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა: “ახალდაქორწინებულები”. ჩვენი საძინებელი. ორი ადამიანის ხმა. ვაკანუნებ. გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე. სრული წრე: მორგის ტექნიკოსი ხდება მეანი. ვნება ავირჩიე. ახლა ღარიბი ვარ. ცოლი მის წინასაქორწინო წვეულებაზე გავიცანი. 438 1-ს მოსწონს
|