ქალი და მამაკაცი 10 მეცნიერული ფაქტი ქალების შესახებ 2012, 7 ოქტომბერი, 18:02 1)ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს ქალებზე ვიდრე მამაკაცებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ერთი წონის არიან. მეცნიერები ამას ქალის სხეულში შედარებით ნაკლები რაოდენობის წყლის არსებობით ხსნიან.
2)დანაშაულებების სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, დანაშაულს უფრო ხშირად გათხოვილი ქალები სჩადიან.
3)უახლესი გამოკვლევებიდან გამომდინარე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მწეველ ქალებს დადაბლებული თვითშეფასება აქვთ. გარდა ამის ქალის ნებისმიერი დამოკიდებულება (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ან სხვა) მეტყველებს იმაზე, რომ ქალი უკმაყოფილოა თავისი თავით.
4)თუ ავსტრიაში ჩატარებულ გამოკითხვას დავუჯერებთ, ქალს რომელსაც ხასხასა ფერადი ტანსაცმელი აცვია თავდაჯერებულობა აკლია.
5)ადამიანები თვლიან, რომ მამაკაცები ემოციურად უფრო მდგრადები არიან, თუმცა სტატისტიკის მიხედვით უიღბლო სიყვარულის გამო თავს ბევრად მეტი მამაკაცი იკლავს, ვიდრე ქალი. 6)ქალის ბედნიერება მისი სილამაზის უკუპროპორციულია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ძალიან ლამაზი გოგონები 25 წლის შემდეგ უბედურები არიან. 7)სტატისტიკის თანახმად ქორწილიდან ერთი კვირის შემდეგ ქალების 22% უკმაყოფილოა ქორწინებით. 8)ქალების უმრავლესობა ჯვრისწერის დროს იღიმება, მამაკაცების უმეტესობა კი სერიოზულია. მეცნიერები ამას ნერვულ სტრესს უკავშირებენ. 9)ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქალები, რომლებიც სასიყვარულო რომანებს კითხულობენ უფრო აქტიურები არიან სექსუალურ ცხოვრებაში. 10)გასაოცარია, მაგრამ სქესობრივი აქტის შემდეგ მამაკაცს ჰგონია, რომ მისი პარტნიორი ნაკლებად სექსუალურია, ხოლო ქალები პირიქით თვლიან. P.S ქალბატონებო ნუ მიიღებთ ამას ძალიან სერიოზულად, ეგ ხომ მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი. 110 5-ს მოსწონს
|