x
image
ტორნადო07
ეტიკეტის სავალდებულო წესები ნამდვილი მამაკაცებისათვის

imageაღნიშნული სტატიის დაწერის სურვილი ერთ-ერთმა ფაქტმა აღმიძრა. რამოდენიმე დღის წინ დავინახე ერთი ახალგაზრდა წყვილი ავტობუსში. ბიჭი სკამზე იჯდა გოგონა კი ფეხზე იდგა და ისე ესაუბრებოდა, თანაც ერთ ხელში ნოუთბუქის ჩანთა ეჭირა, მეორეთი კი სახელურს იყო ჩაბღაუჭებული, რომ არ წაქცეულიყო. აღარ დავიწყებს იმის განსჯას, ცუდი ფაქტია ეს თუ კარგი... თვიონ გადაწყვიტეთ. უბრალოდ წარმოგიდგენთ რამოდენიმე წესს, რომელთა დაცვაც ჩემი აზრით აუცილებელია ნებისმიერი თავმოყვარე მამაკაცისათვის.
1)ქუჩაში მამაკაცი
ყოველთვის ქალს მარცხენა მხარეს უნდა ედგეს. გამონაკლისია მხოლოდ ჯარისკაცები, რომლებიც
ყოვეთვის უნდა იყვნენ მზად სალამის მისაცემად და მარჯვენა ხელი თავისუფალი უნდა ჰქონდეთ. ეს განპირობებულია იმით, ამით მამაკაცი ქალს არიდებს ადამიანების შემხვედრ ნაკადს და იცავს მათთან შეჯახებისგან.
2)ქალს აუცილებლად უნდა შეაშველოთ ხელი თუ მას ფეხი დაუცდა ან ფეხი წამოჰკრა რამეს. ჩვეულებრივ სიტუაციაში
კი მამაკაცის ხელს დაეყრდნოს თუ არა ამას ქალი წყვეტს.
3)ქალის საზოგადოებაში მამაკაცი არ ეწევა მისი ნებართვის გარეშე.
4)შენობაში შესვლისას და გამოსვლისას მამაკაცი აღებს კარებს, ატარებს ქალს და უკან მიჰყვება მას.
5)კიბეზე ასვლისას მამაკაცი აზღვევს მანდილოსანს და ერთი-ორი საფეხურით უკან მიჰყვება.
6)ლიფტში პირველი მამაკაცი შედის, ხოლო გამოსვლილას ქალს ატარებს წინ.
7)ავტომობილიდან პირველი მამაკაცი გადმოდის, მანქანას გარს უვლის, კარს აღებს და ქალს გადმოსვლაში ეხმარება.
თუ მამაკაცი მძღოლია ის აღებს კარებს, ქალს ხელს აშველებს და ჩაჯდომაში ეხმარება. თუ მამაკაცი და ქალი ტაქსით მგზავრობს მაშინ ორივე უკანა სავარძელზე უნდა მოთავსდეს. ტაქსში
პირველად ქალი ჯდება.
8)შენობაში შესვლისას მამაკაცი ქალს ეხმარება ზედა ტანსაცმლის გახდაში, ხოლო შენობის დატოვებისას მამაკაცი
მოსასხამის ჩაცმაში ეხმარება.
9)მამაკაცი არ უნდა დაჯდეს თუ ქალი დგას. ეს ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.
10)ეტიკეტის მიხედვით მამაკაცმა არ უნდა დააგვიანოს ქალთან შეხვედრაზე, უფრო მეტიც რამდენმე წუთით ადრე უნდა
მივიდეს. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში წინასწარ უნდა გააფრთხილოს და ბოდიში მოუხადოს.
11)ნებისმიერ ქალს, ასაკის მიუხედავად უნდა დაეხმაროთ მძიმე ტვირთის გადატანაში. აღნიშნული წესი
არ ვრცელდება ქალის მცირე ჩანთაზე, ლაბადაზე ან სხვა ზედა ტანსაცმელზე.
12)მიღებული არაა ქალის შესახებ გულახდილი საუბარი მესამე პირთან, განსაკუთრებით მამაკაცთან.
13)საუბრისას მამაკაცმა არ უნდა გადააჯვარედინოს ხელები მკერდზე, ან ჯიბეში არ უნდა ჩაიწყოს. ასევე
მიუღებელია სხვადასხვა ნივთებით თამაში.
14)რესტორანში პირველი მამაკაცი შედის. ამის მიხედვით რესტორნის თანამშრომლები მიხვდებიან ვინ არის
შეხვედრის ინიციატორი და ვინ გადაიხდის თანხას. თუ შესასვლელთან შვეიცარი გხვდებათ,
ქალი აუცილებლად წინ გაატარეთ და შედეგ მოძებნეთ თავისუფალი ადგილი.

14
437
8-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
437
  
2012, 7 ოქტომბერი, 22:24
ხო აბა რა მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა:)
2012, 7 ოქტომბერი, 22:22
მამის როლი დიდია... დაგეთანხმები. თუმცა შინაგანი გალანტურობა თუ არ აქვს მამაკაცს... :(
2012, 7 ოქტომბერი, 22:20
მოხიბლული ვარ,ეს ჩვევები მამაკაცს მამამ უნდა ასწავლოს როგორც გოგონას ასწავლის დედა პატარა ეშმაკობებს და საიდუმლოებს თუმცა 70% ამის ნაკლებობას განიცდის
2012, 7 ოქტომბერი, 21:39
ეგ ცემი მოგონილი წესი არაა,მართლა ეგრეა,თორე თუ შეხედვა უნდა კიბეს ვინდ დაელოდება:D:D
2012, 7 ოქტომბერი, 21:37
1 საფეხურით უკან თუ იქნება თავი დახაროს უნდა ქალის უკანალი რო დაინახოს :) და რო უყუროს რა მერე :D
2012, 7 ოქტომბერი, 21:36
ვცდილობ :)
2012, 7 ოქტომბერი, 21:26
სხვათაშორის,კიბეზე ასვლისას წინ მამაკაცი უნდა მიდიოდეს რომ ქალის უკანალზე არ იყოს მიშტერებული:)))
2012, 7 ოქტომბერი, 20:45
საინტერესოა შენ თუ აკეთებ ასე:)
2012, 7 ოქტომბერი, 19:43
მომწონსს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10