კულტურა რა კრიტერიუმებით არჩევდნენ წარსულში მონებს სხვადასხვა ქვეყანაში?- საინტერესო ფაქტები 2023, 20 სექტემბერი, 14:55 მეოცე საუკუნის ფილმებში ხშირად შეგიძლიათ ნახოთ სიუჟეტი, როდესაც ვაჭრები “უიშვიათესი სილამაზის" ან ძალის მქონე მონებს ყიდდნენ არისტოკრატებზე. თუმცა, სინამდვილეში მონებს, იმისათვის, რომ კარგი გასაყიდები ყოფილიყვნენ, სხვა საჭირო თვისებებიც უნდა ჰქონოდათ: რასაკვირველია, მოახლეის არჩევისას, რომელსაც მარცვლეულის დაფქვა ან ვახშმის მიტანა დაეკისრებოდა, სრულიად განსხვავებულ თვისებებს უყურებდნენ: ძლიერ ხელებს, გაბედულ გამოხედვას, იყო თუ არა ყველა კბილი ადგილზე, ჰქონდა თუ არა რაიმე ნაკლი რაც მუშაობაში ხელს შეუშლიდა... მაგრამ რასაც იშვიათად უყურებდნენ, იყო ქალწულობა. ტყვეები ხშირად ხდებოდნენ ლაშქრობის შემდეგ ჯარისკაცების სათამაშოები. რომაული ჯარის შემოსევების შემდეგ სოფლებში ადგილობრივები კი არა ცხოველებიც არ იყვნენ უსაფრთხოდ... 2. არაბები სწორედ არაბები იყვნენ მზად, რომ ბევრი გადაეხადათ ქალწული მონის საყიდლად, მაგრამ ასევე უყურებდნენ მის სხვა თვისებებს: ხელების სირბილეს, ფეხების სისქეს, პოეზიის წერის უნარს. როცა მონას ტანსაცმლის გარეშე ათვალიერებდნენ (და ეს არასდროს ხდებოდა ისე, როგორც ევროპულ ნახატებშია - მცხუნვარე მზის ქვეშ, თორემ მზე კანს დააზიანებდა), აკვირდებოდნენ წითლდებოდა თუ არა მამაკაცის მზერის ქვეშ. სიმორცხვე ითვლებოდა დარწმუნებულ ნიშნად იმისა, რომ გოგონა მგრძნობიარე იქნებოდა საწოლში.
დიდ მკერდს არ აფასებდნენ – ის დაახლოებით ბროწეულის ნახევრის ზომის უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო გამხდარი, პირიქით, უნდა ჰქონოდა რბილი მუცელი და კარგად წარმოჩენილი ნაკვთები. ძნელია გაიხსენო ფილმის გმირი, რომელიც მოერგება ასეთ პარამეტრებს. თუმცა, არაბულ ბაზარზე ბევრ რამეზე დახუჭავდნენ თვალს, ოღონდ გოგონას ღია ფერის კანი და ქერა თმა ჰქონოდა.
3. ვიკინგები სასტიკ სკანდინავიელ მეამბოხეებს არ აინტერესებდათ ნაზი მონები. ნებისმიერ მონას უნდა შეძლებოდა მუშაობა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მას დიდი ალბათობით იმ ადამიანის მსახურობა მოუწევდა, ვინც ოჯახი ამოუხოცა. სკანდინავიელებს არ შეეძლოთ უსაქმური ხალხის გამოკვება, მონას უნდა ჰქონოდა ძლიერი კბილები, კარგი ჯანმრთელობა, ძლიერი ხელები და, იდეალურ შემთხვევაში, საარსებო ეკონომიკაში ნებისმიერი სამუშაოს შესრულების უნარი. თეორიულად, ღია თმა და კანის ფერი ასევე პრიორიტეტად ითვლებოდა. პრაქტიკაში ვიკინგებს ზოგჯერ მოჰყავდათ მუქი და შავკანიანი ქალები ჩრდილოეთ აფრიკიდან და ბიზანტიიდან. 4. სლავები აღმოსავლურ სლავებს შორის, სტაბილური სახელმწიფოებრიობის მოსვლამდე, ქალ მონებს უფრო იაფად აფასებდნენ, ვიდრე მამაკაც მონებს: ისინი უფრო ცუდად მუშაობდნენ, იღლებოდნენ, იტვირთებოდნენ. დაორსულების შემთხვევაში კი ზედმეტი საკვები და ზრუნვა სჭირდებოდათ. ამიტომ უფრო მომგებიანი იყო მონის წაყვანა ბიზანტიაში, სადაც ისინი ნაკლებად უყურებდნენ ფიზიკურ ძალას. საძინებლისთვის განკუთვნილი მონა ფასობდა, თუ ის იყო მსუქანი, რბილი ხელებითა და გვერდებით, სქელი მბზინავი თმით (არ არის აუცილებელი მოცულობითი - მხოლოდ გამჭვირვალე სკალპის გარეშე), ნაზი თეთრი კანით. კბილები კი აუცილებლად საღი და თეთრი უნდა ყოფილიყო. 5. ხმელთაშუა ზღვის ევროპა ფრანგები და იტალიელები მასობრივად ყიდულობდნენ სლავ მონებს. ისინი ძალიან მოსახერხებელ ინვესტიციად ითვლებოდნენ: თავდაპირველად, თეთრი კანისა და თხელი თმის წყალობით, ისინი ერთ ბატონს „დროებით ცოლად ემსახურებოდნენ“, მისგან დაორსულების შემდეგ კი სხვა ბავშვების ძუძუთი გამოკვებაც შეეძლო. ზოგიერთ ოჯახში, სადაც წესიერი ოჯახის ქალბატონმა ცოტა ხნის წინ გააჩინა შვილი, მისი გმომკვებავი სწორედ მონა ხდებოდა ( მონა ქალის შვილს თავშესაფარში უშვებდნენ). მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთის სამხრეთით, სახლში სლავი მონა და ამავდროულად ბავშვის გამომკვებავი თითქმის ავეჯის განუყოფელი ნაწილი იყო. იტალიაში სხვა მონებსაც აფასებდნენ. აი, ფლორენციელი დედის ინსტრუქცია შვილს: „ვფუქრობ, რადგან ცოლი მოგყავს, მონაც უნდა აიყვანო... თუ ეს განზრახვა გაქვს, მომწერე როგორი... თათარი ქალი, რომლებიც ყველანი შრომისმოყვარეები არიან, ან ჩერქეზი ქალი, რომელიც ჯანმრთელობითა და ძალით გამოირჩევა, ან რუსი, რომლებიც გამოირჩევიან სილამაზითა და აღნაგობით..." რაც შეეხება იმას, რაც იმდროინდელ მონაში ლამაზად ითვლებოდა, არსებითად იგივე იყო, რაც თავისუფალ ქალში. თეთრი კანი, თხელი თმა (დიახ, მოცულობა არ იყო ძალიან დაფასებული), რბილი სხეული, რომლის ქვეშაც საკმარისი კუნთები იყო. მშვიდი ხასიათი, თავშეკავებული. ამის საპირისპიროდ, თავისუფალი ქალისგან მოსალოდნელი იყო მხოლოდ მხიარული განწყობა. 6. ამერიკელები სანამ აფრიკული წარმოშობის მონები არ შეიყვანეს ინგლისის კოლონიებში, მანამდე მასობრივად მიჰყავდათ ირლანდიელი და ბოშები, ქალების ჩათვლით, ამერიკის ნაპირებზე გოგონებს აფასებდნენ, უპირველეს ყოვლისა, მათი სიძლიერისთვის, სიმტკიცისა და გამძლეობისთვის. ეს იყო პირველი და აუცილებელი თვისებები. მათ, ვინც სილამაზით გამოირჩეოდნენ, სახლში მონებად იყვანდნენ 5 წლით, შემდეგ კი ათავისუფლებდნენ, დანარჩენებს კი პლანტაციებზე სამუშაოდ უშვებდნენ. სამწუხაროდ ასეთ ქალებს არა მხოლოდ ამუშავებდნენ მინდვრებში, სხვა შავკანიან მონებთანაც აჯვარებდნენ, რათა მათი შთამომავლობა “მზეგამძლე" ყოფილიყო. ბევრი გოგონა დაიღუპა ასეთი ძალადობის გამო.
მოგვიანებით, როდესაც შავკანიანი მონების იმპორტი დამკვიდრდა, როგორც სავაჭრო რუტინა, გოგონებსა და ქალებს მთელ ბრიტანეთში აღარ იტაცებდნენ. შემდეგ კი მათ შეწყვიტეს ახალი მონების მიწოდება: პლანტატორებმა ადგილზე დაიწყეს ახალი მონების „რეპროდუქცია“. ეს უფრო უსაფრთხო მეთოდი იყო, რადგან როგორც წესი ახალჩაყვანილი მონები, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვდათ თავისუფლების გემო, აჯანყებას იწყებდნენ და პრობლემებს ქმნიდნენ ხოლმე.
270 1-ს მოსწონს
|