საზოგადოებრივი რამდენი მტერი ჰყავდა ჰიტლერს და ვინ იყო მათგან ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი? 2023, 18 სექტემბერი, 15:37 ჰიტლერის ბუნკერში აღმოჩენილ, უამრავ დოკუმენტს შორის, იყო არასტანდარტული და მეტად უჩვეულო საბუთებიც. მაგ., — «ძებნილების სია». მასში ის პირები შედიოდნენ, ვისაც ჰიტლერი პირად მტრად თვლიდა. სია საკმაოდ დიდი იყო, ამასთან, რეგულარულად ივსებოდა… და როგორ ფიქრობთ, ვის თვლიდა ფიურერი თავის მთავარ მტრად? სტალინი — ლოგიკის მიხედვით, ჰიტლერის მთავარი მტერი, სსრ კავშირის ლიდერი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ფიურერს მსოფლიოს დაპყრობის საშუალება არ მისცა... სტალინი მტერი კი იყო, მაგრამ №1 – არა. შარლ დე გოლი — 1940 წ. საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ, ჰიტლერს ამ ქვეყნის აღორძინებაზე რამის გაგონება, არც კი უნდოდა. ამიტომ, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი, დე გოლიც, ჰიტლერის მტრების სიაში მოხვდა. უკვე დასახელებული პოლიტიკოსების გარდა, ჰიტლერის არაკეთილმოსურნეთა სიაში მარშალი ჟუკოვი, დუაიტ ეიზენჰაუერი, იოსიპ ბროზ ტიტო და სხვა ჩინიანი, თუ უჩინო, პოლიტიკოსები, თუ სამხედროები იყვნენ, რომლებიც ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა, ყველაზე მეტად ჰიტლერს ი. ლევიტანი (დიქტორი, რომელიც იშვიათი ტემბრის ხმასა და დრამატული მეტყველების უნარს ფლობდა. ის, წლების მანძილზე, რადიოთი, უმნიშვნელოვანეს ოფიციალურ შეტყობინებებს გადმოსცემდა) სძულდა და სწორედ მას თვლიდა ფიურერი, თავის №1 მტრად. ჰიტლერის ჩანაფიქრის მიხედვით, სწორედ ლევიტანს უნდა წაეკითხა — უშუალოდ, მისი სიკვდილის წინ — სსრ კავშირის კაპიტულაციის ტექსტი. ხოლო, ამის შემდეგ, სიკვდილით, სტალინსაც დასჯიდა.
ჰიტლერმა ლევიტანის თავისთვის, წარმოუდგენლად დიდი თანხა — 250 ათასი რაიხსმარკა დააწესა. არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის ლიკვიდაციის 2 გეგმა არსებობდა, მაგრამ სტალინმა ის "გადაარჩინა"* რატომ დაიღუპა და რატომ ვერ ვპოულობთ, უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ნაშთებს?* თემატიკის გარეშე – უბრალოდ, საინტერესო ფოტოები242 1-ს მოსწონს
|