x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს სტატუსი არავის გეწყინოთ! ჯერ დაფიქრდით! რამდენი სტუდენტი გვყავს ქვეყანაში? ვისაც არ ეზარება ყველა სტუდენტია რეალურად და ეს კარგია?"-ბაკურ სვანიძე
image

"ეს სტატუსი არავის გეწყინოთ! ჯერ დაფიქრდით! წინა სტატუსი დადებითი კონტექსტით დავწერე, იმასთან დაკავშირებით, რო პრმეიერმა ყველა გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებულ სტუდენტს გაუნულა სწავლის საფასურის დავალიანება... ამ კუთხით დადებით განწყობას არც ახლა ვიცვლი, მაგრამ ერთრამეზე მაინც დავფიქრდი - დავალიანება გაუნულდა ოცდაათი ათას სტუდენტსო! ამათ გარდა რამდენია კიდევ, ვისაც არ ჰქონდა სტატუსი შეჩერებული, ანუ სულ რამდენი სტუდენტი გვყავს ქვეყანაში? ვისაც არ ეზარება ყველა სტუდენტია რეალურად და ეს კარგია?


კერძოდამ 30 ათას "სტატუს შეჩერებულზე" დავფიქრდეთ -ფაქტობრივად ეს არის გადახდის უუნარო ოჯახების შვილები, ამასთან ერთად, მათ ვერ აიღეს გრანტი...

ანუ, რა გამოდის? ამ ადამიანების უმეტესობას, (ნაწილი იქნება ალბათ სხვა შემთხვევაც) არ აქვს არც ფული და არც ცოდნა ! რადგან ცოდნა რომ ჰქონოდათ 50 პროცენტიან გრანტს მაინც მიიღებდნენ ხო? ანუ ისეთ ქულებზე ჩააბარებდნენ, რომ სწავლის საფასურის ნახევარი მაინც დაუფინანსდებოდათ!




კი ბატონო, აგერ წეღანაც ვთქვი, რომ ნაწილი შეიძლება იყოს ისეთიც, ვისაც აქვს 50 ან 70 პროცენტიანი გრანტი მაგრამ იმ 50 ან 30 პროცენტსაც ვერ იხდის ოჯახი... ხდება ასეც...

მაგრამ ლოგიკურად, ამათი უმეტესობა არის ნულ პროცენტიანი გრანტით, ანუ ძალიან დაბალი ცოდნის დონით, რადგან არსებულ სისტემაში, ლამის დებილიც კი "აბარებს" უგრანტოდ... ჰოდა, უბრალოდ, მაინტერესებს, შე კაი კაცო/ქალო/გოგო/ბიჭო, როცა არ გაქვს არც ცოდნა და არც ფული, რატომ ეზილები მაინცადამაინც უმაღლეს სასწავლებელში?


ოჯახმა წელებზე ფეხი უნდა დაიდგას, 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15 ათასი მაინც უნდა გადაგიხადოს და რა "ბარანიც" შეხვედი იგივე "ბარანი" უნდა გამოხვიდე უმაღლესიდან?



იმ ანეკდოტის არ იყოს, გურულ ბორდლეზე რომ აწერია - "თუ არც ფული გქონდა და არც & ლეი, რას მეეთრეოდი ბორდელში, ვერ დაჟეი სახლშიო?"


რა სენი და ავადმყოფობაა ეს? ამათი უმეტესობა მაგისტრატურას არც გააგრძელებს, რადგან იქ უკვე მთლად "ბარანებსაც" არ იღებენ... ანუ 4 წელი იხდიან ეს გაჭირვებული ოჯახები ამხელა ფულს იმაში, რომ ქართული "ბაკალავრის" დიპლომი დაიდონ "სერვანდში"?


სხვაგან მაგ დიპლომს მაინც ვერსად გამოიყენებ და... რავიცი, ეს ნორმალურია?კიდევ ვიმეორებ - პრემიერის მხრიდან მისასალმებელი და ძალიან მაგარი ნაბიჯია! მაგრამ, იქნებ, პრობლემის ამ კუთხით აღქმაც რამენაირად დავაწყებინოთ ჩვენს საზოგადოებას?



ოფიციალურ გამოსვლებში სულ მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან - "ჩვენ გვინდა განათლებული თაობა!" - გეგონება, "განათლება" რაღაც "ვაშლია", ხეზე ასხია და ვისაც სურს მოკრეფს! არადა განათლების მიღებას ისევე სჭირდება რაღაც შესაბამისი უნარი და ნიჭი, როგორც, დავუშვათ, მზარეულს, თერძს, ელექტრომექანიკოსს, დურგალს...


რავიცი, ნებისმიერ პროფესიას! მე პირადად, არასოდეს ვიტყოდი, რომ "გვჭირდება განათლებული თაობა!"



ჩემი აზრით, ეს ფრაზა არის დანაშაული! მე ასე ვიტყოდი - "გვჭირდება მშრომელი თაობა!", რადგან განათლებაც შრომაა და ყველამ იმ მიმართულებით უნდა იშრომოს, რაშიც აქვს უნარი, ნიჭი და მოახდინოს ამ ნიჭის რეალიზება!


თუ არ აქვს ნიჭი ვერ დახატავს! თუ არ აქვს ნიჭი, ვერ შეკერავს! თუ არ აქვს ნიჭი ხეს

ვერ დაამუშავებს! თუ არ აქვს ნიჭი, ბინლიოთეკაში რომც დააბა 4 წელი აზრი არ აქვს!


ჩვენ აი, მაგ არასწორი ფრაზით - "გვჭირდება განათლებული თაობა" - ნებით

თუ უნებლიედ ვუყალიბებთ კომპლექსს იმათ, ვისაც არ აქვს განათლების ათვისების უნარი! ამიტომ, მერე ყველას უნდება იყოს "განათლებული" და უაზროდ

კარგავენ დროს რაღაც გამოუსადეგარი დიპლომის აღებაში, მაშინ, როცა ამ დროში შეეძლოთ იმ ნიჭის განვითარება რაც აქვთ - თერძობის, დურგლობის და ა.შ.



ჩვენ ამ არასწორი ფრაზით, ვამკვიდრებთ არასწორ აზრს, რომ თითქოს განათლებული ადამიანი რაიმეთი მეტია ძალიან მაგარ დურგალზე, თერძზე, მზარეულზე...


არადა ეს ასე არ არის რეალურად! მგონია, რომ ამ მხრივ ყურადღება უნდა გამახვილდეს და ყველამ მოუკლოს ამხელა აქაცენტს განათლებაზე! ყველა სახელმწიფო ჩინოვნიკმა თუ მოხელემ! განათლება უნდა იყოს არა მოდა, არამედ ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება!




30 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტი! უბრალოდ გაიაზრეთ ეს ციფრი ხალხო! სწორედ აქ არის მთავარი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში არსებული ძალიან სერიოზული პრობლემისა და ეს პრობლემა დროულად მოსაგვარებელია!არავის გეწყინოთ, ეს სიმართლეა და გაიაზრეთ.."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.


შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსური დავალიანების გამო ამ დროისათვის სტატუს შეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანებას გაუნულებენ. ამ ვალის ჯამური ოდენობა 40 მილიონ ლარს აღწევს. შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, აღნიშნული სტუდენტები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

2
245
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
245
  
2023, 16 სექტემბერი, 7:21
სახელმწიფო ფულით აქეთ და იქეთ ჟვარუნი არ პრავდება,თითქოს სტუდენტებს დაუფარა დავალიანება. მაგ ღარიბაშვილი უნდა გაა**ვას და ბევრი უნდა გაყვეს კიდევ,თუ ეს არ მოხდება,მაშინ მთლიანად ქოცეთი გაა**ვს გაისად. სხვა რამეზე კი არ ზის მიშიკო,ირაკლა რა ვერ მიუჯდება? ისე ამბობთ და იხდით მადლობას,პრემიერმა სტუდენტებს დაუფინანსაო,გეგონება თავისი ჯიბიდან გადაიხადა ბებიათქვენისმა. ხომ გგონიათ რო მათი ფულია,გახადეთ გადასახადების ამოღების წესი,ადამიანები თვითონ იხდიდნენ გადასახადს და განახებთ რა სამში თამამი გექნებათ ბიუჯეტში,რას დააფინანსებთ და სად გაემგზავრება ირაკლა.
2023, 16 სექტემბერი, 7:13
ბაკურა,ეგ იმის ბრალია რო ქვეყანაში ცხოვრება დუღს და სადაც არის გადმოვა. დურგლობაზე და სხვა პროფესიაზე რო საუბრობთ,გვაქვს კი ქვეყანა ისე მოწყობილი,რომ ადამიანი დაეუფლოს ამ პროფესიებს? მგონი არა,ხოდა რა ქნას ბავშვმა,იღებს იმ არაფრის მომცემ დიპლომს და ელოდება,თუ ახლობელი ავა დიდ თანამდებობაზე,ეშველება მასაც და სადმე საჯარო სექტორში გაიჩითება. ვინ უყურებს ცოდნას,საჯარო სექტორში მომუშავე ხალხის ნახევარზე მეტი ეგეთია და შენ კი,გამომდგარხარ,ტაშს უკრავ ხშირად ქოცეთს. არის კიდევ მეორე საკითხი,ჯარიდან თავის არიდების გამო აბარებენ და მერე იკიდებენ,რაც უფრო დიდხანს იქნებიან სტუდენტები,მით უფრო მეტ ხანს არ შეაძუხებს კომისარი,ეს როგორ მოგწონს ბაკურა? ისეთი მაგარი ჯარის სისტემა გვაქვს ქვეყანაში რო ახალგაზრდებს არ სურთ იქ წასვლა და ქვეყნისთვის რაიმეს გაკეთება. გატყუებთ,ქვეყნისთვის ქართულ სავალდებულო ჯარში იშვიათად ხდება რამე,უფასო ყარაული უნდათ ჩინოვნიკებს და მისთვის სჭირდებათ ეს ბიჭები,ხოდა აბარებენ უნივერსიტეტებში და აღარ მიდიან. თან ამ ახალგაზრდებზე დამოკიდებულებაც ცუდი აქვს სახელმწიფოს და საზოგადოების უმრავლესობას, 18 წლის ბიჭი სახელმწიფო იწვევს ჯარში და შეიძლება ომში მოუწიოს(2008 წელს მოუწიათ),ხოლო იგივე ახალგაზრდა ვერ შევა კაზინოში და თავისი სურვილით ვერ განკარგავს თავის ქონებას,ეს როგორია? ამ მონათა ქვეყანაში,ის სტუდენტები არიან ყველაზე თავისუფალი ხალხი,არ სურთ მონობა და არც ემონებიან. დანარჩენები,შენი ჩათვლით ბაკურა,ხართ მონები და ასე იქნებით სიკვდილამდე.
0 1 2