x
image
intermedia.ge
Mediator image
„კარფურის“ 11 წლის იუბილე: გამოიძახე „კარფური“ Wolt-ით, მიიღე განსაკუთრებული ფასდაკლებები, შეთავაზებები და პრიზების მოგების შანსი
image

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-11 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებითა და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება „კარფურის“ მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.


11 - 24 სექტემბრამდე WOLT-ის აპლიკაციით „კარფურის“ გამოძახებისას, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CRFANNIVERSARY11 და მიიღოს 10 ლარის კრედიტები WOLT-ის ანგარიშზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია „კარფურიდან“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.

image



ასევე, 30 სექტემბრის ჩათვლით, WOLT-ის აპლიკაციით, Colgate-Palmolive-ის ყველაზე მეტი თანხის პროდუქციის შეძენისას, „კარფურის“ ონლაინ მომხმარებლებს შანსი ექნებათ დასაჩუქრდნენ განსაკუთრებული პრიზებით: 1 ადგილი - iphone 14; 2 ადგილი - Playstation 5; 3 ადგილი - iwatch 8 series.

image

ეს ყველაფერი არ არის, კამპანიის პერიოდში გამოვლინდება ტოპ 3 მომხმარებელი, რომლებსაც საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, WOLT-ის აპლიკაციით ყველაზე მეტი შეკვეთა ექნებათ განხორციელებული. გამარჯვებულებს WOLT-ის ანგარიშზე დაერიცხებათ კრედიტები „კარფურის“ გამოსაძახებლად: 1 ადგილი - 1000 ლარის კრედიტები ; 2 ადგილი - 700 ლარის კრედიტები; 3 ადგილი - 500 ლარის კრედიტები.

image

გარდა ამისა, 30 სექტემბრის ჩათვლით WOLT-ის აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს სპეციალური კალათა „კარფურიდან“, რომელსაც სხვადასხვა საჩუქრები მოჰყვება.


„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.


R





0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0