x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დამშორდა...“ - ვისზე საუბრობს გიორგი კეკელიძე
image

.

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სიყვარულის ამბებს იხსენებს.


მისი თქმით, „პირველი შეყვარებული რომ დაშორდა, მეორე კლასში იყო და მას შემდეგ სულ შორდებიან.


.

„პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა. მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.

.

სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.


– რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?

– ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.

– ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.

.

– თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – “ერთიანი არ არსებობს” – თქმას ვაპირებდი.

– რეიზა? – მკითხა ორივემ.

– არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.

,

– მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.


– ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგენდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.

– მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.

,

ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათადად დარჩენა გადაწყვიტა.


-სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.-ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.-მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.-იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია წახვიდე! მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა, ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა“, – ვკითხულობთ კეკელიძის ფეისბუკ პოსტში.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0